კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:09 / 17-09-2012
ივანიშვილის და სააკაშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები
The Independent, დიდი ბრიტანეთი

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი იყო, როგორც კარჩაკეტილი მილიარდერი. ახლა ჩრდილიდან გამოვიდა და მზადაა, ქვეყნის ლიდერს დაუპირისპირდეს. მისი პირადი ქონება ქვეყნის ბიუჯეტს აჭარბებს... და რატომ იწუხებს თავს? თბილისის მხსნელია ის თუ პუტინის მარიონეტი?

შარშან, ოქტომბერში, ღია წერილში, ივანიშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა - პოლიტიკაში წასვლას გეგმავდა. ამტკიცებდა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ულმობელ დიქტატურად გადაიქცა და მე ვარ ის, ვინც მას დაუპირისპირდებაო. საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით საბრძოლველად თავის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიიწვია ქვეყნის ურიცხვი ოპოზიციური პარტია, რომელთა შორის ულტრალიბერალებიც არიან და რადიკალი ნაციონალისტებიც. თვითონ ერთი-ორი წლით პრემიერმინისტრობას აპირებდა და შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას, მაგრამ საკუთარი ხაზინიდან ხალხის დახმარებას განაგრძობდა.

ამის შემდეგ 10 თვე გავიდა. მე თვალს ვადევნებ მის საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება: კაცი, რომელიც ერთ დროს ფარულად მოგზაურობდა, ახლა მთელ საქართველოში დადის თავისი კოალიციისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მის კამპანიას სვანეთში, ქვის კოშკებით მოფენილ თვალწარმტაც მთიან რეგიონში ვახლდი.

ხანგრძლივი დამღლელი დღის შემდეგ, ხუთ საათში ივანიშვილის კორტეჟს სვანეთის მთებიდან შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ სიცხეში ჩავყავართ. მეორე დილით, დათქმულ საათზე, მეწამული ფერის გოლფის ბაგით ივანიშვილთან მივყავართ, მაგრამ ვამჩნევ, რომ თავმდაბალი მძღოლი თავად არის ივანიშვილი - ჯინსებსა და მოკლესახელოებიან პერანგში გამოწყობილა. ასე იწყება მოულოდნელი ტური გოლფის ბაგით - ცხოველების კოლექცია, სახლი მეგობრებისათვის, რესტორნების კომპლექსი, 20 მეტრის სიღრმეზე ზღვაში შეჭრილი ლითონის კონცხი, ბოლოს, საკუთრივ ივანიშვილის სახლი. ის სამ ენაზე საუბრობს. ძნელია დაიჯერო, რომ კაცი, რომელიც სასხვათაშორისოდ გათვალიერებინებს საზაფხულო სახლს და გეუბნება, - ეს ჩემი ქალიშვილია, აუზში რომ ჭყუმპალაობს, იგივეა, ვინც შარშანდლამდე ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარჩაკეტილ ადამიანად ითვლებოდა. გოლფის ბაგის სტერეოსისტემა ფრენკ სინატრას "My Way"-ის რემიქსს უკრავს.

ერთ-ერთ შენობაში ვსხდებით, მისაღებში, რომელიც შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ეკუთვნოდეს. ორი საათი ვსაუბრობთ - თუ რატომ გადაწყვიტა ებრძოლოს რეჟიმს და რატომ ეზიზღება ამჟამინდელი მთავრობა.

- იძულებული გავხდი, პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან სააკაშვილმა ოპოზიცია გაანადგურა. მე ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, რადგან საშიში იყო აქ ცხოვრება, ან პოლიტიკაში უნდა წავსულიყავი. ჩვენ უთუოდ გავიმარჯვებთ. მთავრობაში ერთი-ორი წელი ვიქნები, შემდეგ კი საზოგადოების აქტიური წევრი გავხდები, რომ დავეხმარო საზოგადოებას, როგორ აირჩიოს ადამიანები და გააკონტროლოს თავისი პოლიტიკოსები, რომ არსებობდეს თავისუფალი პრესა, ნამდვილი ოპოზიციაო - მეუბნება რესპონდენტი.

რაფაელ გლუკსმანს ვხვდები თბილისის ერთ-ერთ კოხტა კაფეში ივანიშვილზე მთავრობის აზრის მოსასმენად. გლუკსმანი შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის მეუღლეა, ის სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია. "ერთი კაცის ხელში ამდენი ფული - ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა პრობლემა, - ამბობს იგი, - მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია პატარა საქართველოსთვის. მას ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს".

ივანიშვილი სააკაშვილს სარკასტულად აღწერს. "ნამდვილ მშიშარას" და "პროფესიონალ მატყუარასაც" კი უწოდებს. ამბობს, - არ იცის, რა არის სიყვარული. არ შეუძლია სხვისი წუხილის გაზიარება. მას ციხეში ჩასმა კი არა, დახმარება სჭირდებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ნათქვამი
ღიმილით ვუამბე ჩემს მეგობარს, თბილისელ ინტელექტუალს. სიცილის ნაცვლად წამით ჩაფიქრდა, თითქოს ჭეშმარიტება პირველად აუწყესო და სევდიანად მითხრა, - შეიძლება ივანიშვილი მართალიცააო.

გლუკსმანი მეუბნება, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს რამე სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, ამდენად, პრეზიდენტი კრიტიკას მშვიდად იღებს. "ისინი არასდროს ყოფილან ახლოს, ამიტომ ამას ღალატად არ მიიჩნევს. სულ ორჯერ დალაპარაკებიან ერთმანეთს. ივანიშვილი ფულს იძლეოდა კულტურული ძეგლებისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ურთიერთობა არ ჰქონიათ", - მეუბნება გლუკსმანი. ივანიშვილს ეს რომ ვუთხარი, ხმამაღლა გაეცინა: - სააკაშვილი ზოგჯერ დღეში 50-ჯერ მირეკავდა! ვეუბნებოდი, მიშა, შეწყვიტე რეკვა, ვეღარ გიპასუხებ-მეთქი! ივანიშვილი ამბობს, - თბილისში, მოსკოვსა და პარიზში ოჯახის საცხოვრებელ სახლში მხოლოდ ერთ თუ ორ მეგობარ ბიზნესპარტნიორს შეეძლო სტუმრობა, მაგრამ რადგან ჩემთვის სახლი წმიდათაწმიდაა, არასდროს მიმიღია ბიზნესპარტნიორები, რომ აღარაფერი ვთქვა სააკაშვილზე! ეს რომ პუტინს გაეგო, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დაიხურებოდაო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე უკიდურესი უნდობლობა იყო მოსკოვში სააკაშვილისა და მისი პრონატოსეული პოლიტიკის მიმართ. ივანიშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში შვეულმფრენით გადაფრინდა და რუსეთის ხელმძღვანელობას რომ არ გაეგო, მას ფარულად შეხვდა.

იხილეთ ვრცლად
მკითხველის კომენტარები (26)
18 სექტემბერი 2012 19:43
საიტების ხელძღვანელების საყურადღებოდ.

წერა კითხვის მცოდნე ადამიანები დაიქირავეთ სტატიის ასაკრეფად. რა არის ეს ამდენი შეცდომა? "ივანიშვილმა და მისმა სამმა პარტნიორმა კომპიუტერებით ვაჭრობით 80 000 დოლარი იშოვეს - უზარმაზარი თანხა იმ დროისათვის და საკმარისი - ბანკის გასახსნელად." რა წერია აქ? თქვენ თვითონ კითხულობთ?
mia
18 სექტემბერი 2012 12:43
გაბოროტებული, დაბოღმილი, ცხოვრებაზე გამწარებული და აგრესიული ხალხი ხართ და ამ საშინელი სიძულვილს პოლიტიკურ შეხედულებებს მიაწერთ,არადა ეს შესანიშნავი მიზეზია ბოღმის გადმოსანთხევად!!! კარგით რა ბოლოსდაბოლოს!
miro
18 სექტემბერი 2012 12:37
საბოლოოდ გააფრინეთ ხო? თავი წამებულებად ნუ მოგაქვთ და კიდე ნუ გგონიათ ბიძინა ციდან გადმოყრის ფულს და ფეხიფეხზე გადადებულები გამდიდრდებით. ბნელია ეს ხალხი !! გულში ყველა ამას ფიქრობს! გეშველებათ თუ გაანძრევთ ხელს და იმუშავებთ,ყველას მინისტრობაზე რო გაქვთ პრეტენზიები :)))))
anastasia
18 სექტემბერი 2012 09:25
ღირსეულია, თითქოს ღმერთმა მოგვივლინა, რომ ქართველი ერი გადარჩეს,
lui
18 სექტემბერი 2012 09:23
რაც არ უნდა იფართხალოდ ნაცებმა თქვენი დრო გავიდა.ნასარიძესავით გჯერათ თქვენ თქვენი ბელადის ფეისბუკში რომ დაწერა მიშა აზრზე არ არი მაგრამ გავაგრძელოთ ხალხის დაბოლებაო თავის მეგობრებს რომ წერს რამდენი ნასარიძეები და გიორგი ლუკები ხართ კიდე დარჩენილი ვინ იცის.
qutaiseli
17 სექტემბერი 2012 22:55
რომელ სამ ენაზე? ქართული და რუსული არ იცის ფაქტია!
სასკია
17 სექტემბერი 2012 21:12
გაიხარეთ ბატონო ბიძინა, ძალიან კარგი გამოსვლა გქონდათ,თქვენი იმედი გვაქვს, ამ მჯღაბნელებს ყურს ნუ უგდებთ, უსაქმურებმა ილაპარაკონ და წერონ რაც უნდათ, თქვენ მარტო სამების აშენებისათვის ყოველდღე მადლობას უნდა გიხდიდეს მთლიანად საქართველო, მთელი ერი.
nona
17 სექტემბერი 2012 19:51
diogene კრუხები მიშა გა მისასავით მოაზროვნეები არიან თავისი ნულოვანი ტოლერანტობით
qutaiseli
17 სექტემბერი 2012 19:49
diogene გამაოგნებელი ოღონდ ნაცებიშთვისაც იყო ივანიშილის გამოსვლა ამ გადაცემაში მთლიაბად გააშიშისვლა ნაცინალები და მათი ტელევიზიები. ივანიშვილმა.
qutaiseli
17 სექტემბერი 2012 18:58
მე ვინმესტვის სჰეურაცხოპა არ მიმიკენებია რატომ ვერ იტანტ კრიტიკას საოცნებო დემოკრატებო ...მტვრის კორიანტელის დაკენება კრუხების ხელობააა სჰემი კვევრის ცინ მტვრის კორიანტელს რაზე აკენებტ
diogene
17 სექტემბერი 2012 17:41
ომარი პუტინს რათ უნდა ბიძინა აგერ არა ყავს მშსა ბენდუქა და თემურ ალასანია. თვითონაც არ მალავენ რო ბენდუქა პუტინისთანხმობიტ ჩამოიყვანა აუეეე ჩემი შენ გითხარი გული მოგიკალიო მიდის კრემლის შნირების გულავი საქართველოში.მაგრამ ესენი ნაცებისთვის ხომ კეთილი აგენტები არიან.
qutaiseli
17 სექტემბერი 2012 17:37
ჩვენი ქვეყნის უბედურება იმაში მდგომარეობს რომ ყველა თავის "ფორთოჩკიდან" უყურებს და აფასებს მიმდინარე მოვლენებს. არ შეუძლიათ და არც უნდათ ანალიზის გაკეთება, იმას, რისი მოსმენა და წაკითხვა უნდათ, ყველგან პოულობენ, არაფერს ვამბობ შეკვეთილ საზიზღრობებზე, როგორიც მაგალითად ეს ვაი სტატიაა, სწორედ თქვენნაირ გონებაჩლუნგებზე რომ არის გათვლილი... მაინცდა მაინც ეკა ზღულაძის ქმართან მოუნდა ბიძინა ივანიშვილს ე. წ. გულის გადახსნა? თუ ეკა ზღულაძე და მისი ქმარია სამშობლოს მფარველი ანგელოზი და რომ არა ეგენი, დავიღუპებით... ვაი ჩვენს პატრონს, მეტის ღირსებიც ვართ...
ana
17 სექტემბერი 2012 17:28
ბიძინა ოცი წელია საქართველოს ეხმარება მაშინ სად იყო პუტინი,ნეტა მაშინ ვინ აიძულებდა?ის არის ქველმოქმედი ადამიანი რომელიც ზრუნავს ტავის სამშობლოზე
ნინო
17 სექტემბერი 2012 16:55
ლამაზი სიტყვაა სისუსტეები.
gu1
17 სექტემბერი 2012 15:45
ბიდზინა დღესაც ჩრდილში ამჯობინებდა ჯდომას .... მაგრამ რა ქნას, რა უთხრას თავის უფროსს, პუტინს.... რითი გაამართლოს ამდენი წყალში გადაყრილი მილიონები რომლითაც ვერა და ვერ მოახერხა ქართველების მოსყიდვა. თუ არ ჩავთვლით მის გარსეშემოკრებილ ნაფტალინიან მოღალატეებს რომლებისთვისაც მზე დღესაც ჩრდილოეთიდან ამოდის ....გაბრაზდება პუტინი აბა რააა., ერთი კარგი არეულობა მაინც მოახერხოს იქნებ შეფერხდეს როგორმე საქართველოს მისწრაფება ნატო -სკენ თორემ სულ დაკარგა გავლენა რუსეთმა აღარავინ უჯერებს სხვებიც მოინდომებენ დსთ დან გასვლას და ნატოში შესვლას....
ომარი
17 სექტემბერი 2012 14:54
რა იყო ADMIN, ისეთი არაფერი დამიწერია რომ ჩემი კომენტარი არ დაგედო... ;) რა ხდება? ვერ გევიგე ADMIN:)
გიორგი
17 სექტემბერი 2012 14:44
დიოგენეების, დიონისეების და მაგდაგვარი ციცერონების, ბახუსების, ჰერმ-ეს-(ო)-ფროდიტების, სოკრატეების და ტაციტუსების საყურადღებოდ მინდა ერთი რამე ვთქვა, როდესაც სამების ტაძარს აშენებდა, როდესაც ქველმოქმედებას ეწეოდა მაშინ კარგი იყო და არ იყო პუტინის კაცი და ეხლა არის ხომ? როდესაც ეგეთ სახელებს ირქმევთ, კედელს მაინც უნდა შემოარტყათ თავი, ცოტა ტვინი რომ გაინძრეს, აზროვნება რომ შეძლოთ. თუ არ შეგიძლიათ დაირკვით ხოჭო და გვეცოდინება ვინ ვინ არის.
გიორგი
17 სექტემბერი 2012 14:07
სააკაშვილს ვისი საშუალებით ებრძვის? პუტინის და გაუმაძღარი ოპოზიციის?
სააკაშვილის ავ-კარგი ვიცით, ვისი საშუალებითაც ებრძვი მას, მათზე კარგს ვერავინ იტყვის...ივვანიშვილს მილიონები რომ არ დაერიგებინა ოპოზიციისთვის, არავინ დაუდგებოდა გვერდით...ან გვკითხონ ვინ გვირჩევნია ივანიშვილის გამდიდრებული 4 მთავრობის პოზიცია-ოპოზიცია თუ სააკაშვილი თავისი სისუსტეებით...

nina
17 სექტემბერი 2012 12:32
"ეს რომ პუტინს გაეგო, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დაიხურებოდაო."
ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა თქვას ადამიანმა. ყველაფერი ხომ ისედაც ნათელია.


zako
17 სექტემბერი 2012 12:06
ჰა ჰა ჰა ბელადის ფანები რა გმწარებულები არიან. კი კაცო ეგ სეთურია და თქვენი ბელადი კიდევ გმირია, გმირი. აქედან ჩანს ვერ წამოგიდგენიათ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება გარეგნულად "ლიბერალებს" და შინაგანად ბოლშევიკებს:დდდ
feleri
გააკეთეთ კომენტარი
ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:56 / 25-10-2014  Image სკანდალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ჩერტკოევთან ჩხუბის გამო პროექტი მთავარმა ქორეოგრაფებმა დატოვეს
Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტი უცხოეთიდან...
13:31 / 25-10-2014  Image საქართველოში პლასტიკური ბარათებიდან ფულის მოპარვა გახშირდა - როგორ დავიცვათ თავი ჰაკერებისგან
როგორ დავიცვათ პლასტიკური ბარათები ჰაკერული შეტევებისგან
17:06 / 25-10-2014  Image "ელენიკომ შავ კაცში გამცვალა" - იმედა კახიანი ყოფილი სიძისა და შვილიშვილის ურთიერთობაზე
"ეს არის კაცო საქმე?! მეგონა, ბავშვს ისე ვუყვარდი, უჩემოდ გაგიჟდებოდა..."
16:11 / 25-10-2014  Image ახალი საფრთხე ქალი მძღოლებისთვის
ვინ სძალავს ფულს ქალბატონებს? როგორ დავიცვათ თავი, თაღლითებისგან
16:28 / 04-04-2014  Image "მინდოდა, დანარჩენი შვილებიც დამხოცოდნენ" - ზუგდიდში ქალმა ქმარ-შვილის მკვლელი მოკლა
"გულში მომირტყამს, მაგრამ ისეთი ძლიერი იყო, ხელი დამიჭირა და რევოლვერი აქეთ შემომიბრუნა"