"ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პატიმართა ცოლების გაუპატიურებას ავალებდა"

"ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პატიმართა ცოლების გაუპატიურებას ავალებდა"

გლდანის N8 საპყრობილის "ე" კორპუსის პატიმრების განცხადებით, ციხეში იმყოფება ერთ-ერთი პატიმარი, რომელსაც ბაჩო ახალაიას "ამაზრზენ ქმედებებზე" კომპრომატები აქვს და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა უნდა.

როგორც გლდანის ციხეში ჟურნალისტების ვიზიტისას "ინტერპრესნიუსს" ორმა პატიმარმა უთხრა, ეს ადამიანი ბაჩო ახალაიას ყოფილი თანამშრომელია და ახლა სასჯელს იხდის.

მათი თქმით, ამ პატიმარს აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ავალებდა ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პაემანზე მისულ პატიმართა მეუღლეების გაუპატიურებას.

პატიმრები ამ ადამიანის ვინაობის გამხელას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აპირებენ და ამბობენ, რომ უფრო ვრცლად არასამთავრობოებს გაესაუბრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა