"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებრივი საბჭო არხს პატიმართა წამების ფაქტების სათანადოდ გაშუქებისკენ მოუწოდებს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებრივი საბჭო არხს პატიმართა წამების ფაქტების სათანადოდ გაშუქებისკენ მოუწოდებს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებრივი საბჭო არხს პატიმართა წამების ფაქტების სათანადოდ გაშუქებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წევრები საბჭოს დატოვებით იმუქრებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოდან აცნობეს, წევრები სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილი პატიმრების წამებისა და მათდამი სადისტურად მოპყრობის დამადასტურებელი ფაქტების ხილვის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ და მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივი პროტესტის ასახვას მოითხოვენ.

"მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფართოდ გაშუქდეს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა და მოხდეს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პროტესტის ასახვა ექსპერტთა თუ საზოგადოების წარმომადგენელთა შერჩევითობის პრინციპის გარეშე, რაც წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდისტული მანქანის მამოძრავებელი სტილი იყო. თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვლავ გაგრძელდება კრიტიკული აზროვნების მქონე ექსპერტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა დაბლოკვა და საინფორმაციო გადაცემებში ფაქტებისა თუ კომენტარების მიზანმიმართულად დამახინჯება, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში მაინც ეთერს არ დაუთმობს თავისუფალ დისკუსიებს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, უარს ვიტყვით საზოგადოებრივი საბჭოს წევრობაზე", - ნათქვამია საზოგადოებრივი საბჭოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მაუწყებლობის შესახებ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრებთან წელიწადში სულ მცირე ორჯერ შეხვედრას ავალდებულებდა, თუმცა, ეს ინიციატივა სამეურვეო საბჭოდან არ წამოსულა.

"აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი საბჭოს არსებობას დღემდე ფორმალური ხასიათი აქვს. იმის გამო, რომ დღემდე ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება სხდომების შეგნებულად არმოწვევის გამო არ მოგვეცა, ჩვენი პოზიციის გამჟღავნების ამ ხერხს მივმართეთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა