კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:35 / 22-09-2012
ნიკა მემანიშვილი - იმის მაგივრად, რომ მყისვე ქუჩაში დავმდგარიყავი, ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი
ნიკა მემანიშვილი/ნიკოლოზ რაჭველი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც შესაძლოა აზრს წელიწადში ორჯერ ვეკითხები, მაგრამ ყოველთვის ვუჯერებ და ვითვალისწინებ, მითხრა, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც სულ ერთი არაა ჩემი მუსიკალური შემოქმედება, ელოდება ჩემს მოქალაქეობრივ, პოლიტიკურ ან უბრალოდ ადამიანურ გამოხმაურებას ყოველივე იმის მიმართ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება! მე კი მგონია, რომ ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე... იმის მაგივრად რომ მყისვე ქუჩაში დავმდგარიყავი და ჩემი შინაგანი პროტესტი გამომეხატა, ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი იმ ხალხისთვის, რომელთაც სირცხვილის დერეფნების გავლა უწევდათ ჩვენს მოსასმენად... როგორც ჩანს თანაბარი ვალდებულება აღმომაჩნდა საზოგადოების ორივე ნაწილის მიმართ, ვინც აპროტესტებს და აქციაზე დგას და ვინც აპროტესტებს, მაგრამ მაინც მოდის დარბაზში...

და ყოველივე ამის პარალელურად მე ძალიან განვიცდი, თუ თითოეული ასეთი საღამო უფრო და უფრო მაშორებს ჩემს ხალხს, რომლისთვისაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ, ვწერ, ვაორკესტრებ და ვასრულებ... მეც, ისევე, როგორც თქვენ აღშფოთებული და შეძრული ვარ მომხდარით, მეც, ისევე, როგორც თქვენ, მინდა, რომ ეს აღარასოდეს მოხდეს ჩემს
ქვეყანაში და მეც, ისევე, როგორც თქვენ, მინდა რომ ყველა დაისაჯოს, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა თავის ქვეყანას! ეს ერის მოღალატეობაა! ქვეყნის ღალატი ყველაზე დიდი დანაშაულია ოდითგან, თუმცა ყველა დროში მოიძებნენ მსგავსნი და როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ხვედრია, სამწუხაროდ... ეს არ არის ჩემი პოლიტიკური განცხადება, მე არც ერთი პარტიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არ მინდა გამოვიყენო ჩემი სიტყვა, ვინაიდან მგონია, რომ ყველგან მოინახებიან კარგნი და ცუდნი, ჭკვიანნი და უგუნურნი, მაღალნი და მდაბალნი, მთავარია, როცა ვინმე აშავებს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ის, ჩვენ არ მივცეთ გასაქანი... და მგონია, რომ ახლა სწორედ ეს მოხდა... და თუკი მე ვინმეს გულს გტკენთ ჩემი შემოქმედებითი პროცესის შეუწყვეტლობით, გულწრფელად გთხოვთ მომიტევოთ, მე ძალიან, ძალიან მიყვარხართ", - ნათქვამია ნიკა მემანიშვილის მიმართვაში.


21:18 / 02-10-2012
ქართველების გულმოწყაებაზე გათვლილი ვიშვიშია მიშ-მიშ შენი ,,თავმდაბალი კნავილი - შეწყალების მორიგი პრელუდია,, ჩაძირული გემიდან გამოქცეული გაწუწული ვირთხისა თავის შესაფარებლად გამიზნული !
გიგა ბეთანელი
20:26 / 02-10-2012
გამარჯობა,ზაალ გელდიაშვილო ! შენი პასუხი ვეღარ მოვიძიე ამ ნორიკა მემანიანის თაობაზე რომ გააჟღერე ჩემის მისამართით(გეხსომება). მაინტერესებს გორელი გელდიაშვილის რა ხარ?
გიგა ბეთანელი
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:56 / 25-10-2014  Image სკანდალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ჩერტკოევთან ჩხუბის გამო პროექტი მთავარმა ქორეოგრაფებმა დატოვეს
Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტი უცხოეთიდან...
13:31 / 25-10-2014  Image საქართველოში პლასტიკური ბარათებიდან ფულის მოპარვა გახშირდა - როგორ დავიცვათ თავი ჰაკერებისგან
როგორ დავიცვათ პლასტიკური ბარათები ჰაკერული შეტევებისგან
17:06 / 25-10-2014  Image "ელენიკომ შავ კაცში გამცვალა" - იმედა კახიანი ყოფილი სიძისა და შვილიშვილის ურთიერთობაზე
"ეს არის კაცო საქმე?! მეგონა, ბავშვს ისე ვუყვარდი, უჩემოდ გაგიჟდებოდა..."
16:11 / 25-10-2014  Image ახალი საფრთხე ქალი მძღოლებისთვის
ვინ სძალავს ფულს ქალბატონებს? როგორ დავიცვათ თავი, თაღლითებისგან
16:28 / 04-04-2014  Image "მინდოდა, დანარჩენი შვილებიც დამხოცოდნენ" - ზუგდიდში ქალმა ქმარ-შვილის მკვლელი მოკლა
"გულში მომირტყამს, მაგრამ ისეთი ძლიერი იყო, ხელი დამიჭირა და რევოლვერი აქეთ შემომიბრუნა"