კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:32 / 22-09-2012
ბიძინა ივანიშვილი - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია
ვანო მერაბიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია, თუმცა მას ჩვენს გუნდში ყველაზე დაბალი ადგილი ექნებოდა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და მერაბიშვილს კოალიცია "ქართული ოცნების" გუნდში არავითარი ადგილი არ ექნება.

"ვანო მერაბიშვილსაც ძალიან ბევრი პრობლემა ექნება სამართალთან, რამდენადაც მას ძალიან მაღალი პოზიციები ეკავა, როდესაც საქართველოში უამრავი დანაშაული ხდებოდა, თუმცა, ის ყველაზე დაბალანსებულია. ბოლო ტოტი მოჭრა სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, როდესაც გაათავისუფლა მერაბიშვილი. ახლა კი ისევ მის შემობრუნებას ცდილობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჟურნალისტებს მერაბიშვილის საშუალებით გადასცეს ის ვიდეოები, რომლებიც ციხეებში პატიმრების წამებას ასახავს, შესაძლოა უკავშირდებოდეს სწორედ ამ ჩანაცვლებას. "სააკაშვილმა მერაბიშვილის ახალაიათი ჩანაცვლებით მათი გუნდის ძალიან ბევრი წევრი გაანაწყენა და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ამათი დაშლა ძალიან ადვილია და ნახეთ, ცოტა ხანში როგორ დაიშლებიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
11:18 / 23-09-2012
ხალხო მიშა არ არის ანგელოზი ეს ვიცით მაგრამ ბიძინას უკან დგანან ძალიან ბნელი ხალხი ასე რომ უნდა დავფიქრდეთ ემოციურ გადაწყვეტილებას ნუ მივიღებთ ძალიან გთხოვთ.
ბათუმი
10:16 / 23-09-2012
7 ნოემბრის ინიციატორი როგორ შეიძლება მაგარი იყოს ?:))) იმდენი ცოდვა აწევს მაგ არაკაცს ზურგზე :),მაგრამ იმედი მქვს შეზლება ცოდვების გამოსწორებას :)
თამუნა
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 19-04-2015  Image ქაშუეთიდან - საბურთალოს სასაფლაომდე: კოტე თოლორდავას უკანასკნალი გზა და დრამატული კადრები
+PHOTO: კოტე თოლორდავა ქაშუეთის ეკლესიიდან  საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენეს
11:28 / 19-04-2015  Image 7 ქართველი ვარსკვლავი, რომლებმაც დიდი ქონება დააგროვეს
წარმოგიდგენთ ყველაზე მდიდარი ქართველი ვარსკვლავების რეიტინგს
13:11 / 19-04-2015  Image როგორ ახასიათებენ მეზობლები ოჯახს, საიდანაც მოზარდი მე-8 სართულიდან გადმოხტა, მამამ კი თოფით თავი მოიკლა
ტრაგედია დატრიალდა წუხელ მუხიანის დასახლებაში
13:47 / 19-04-2015  Image სააკაშვილის "რეკეტის" სისტემა, ზღულაძე-საყვარელიძის გეგმა "გარდატეხა" და უკრაინული მედიის მორიგი ნეგატიური სტატია უკრაინის ქართველ მაღალჩინოსნებზე
უკრაინული საიტი: სააკაშვილმა უკრაინაში "რეკეტის" სისტემა აამუშავა
11:41 / 19-04-2015  Image როდის ღალატობენ ქალები ქმრებს
ქალის სექსუალობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები