კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:26 / 24-09-2012
მიხეილ სააკაშვილი - "პოლიციელების მოსყიდვის საქმეში მოხსენიებული ალეკო ტაბატაძე ერთ-ერთი ყველაზე დიდი "ნარკობარიგა" იყო "
პოლიციელების მოსყიდვის საქმეში მოხსენიებული ალეკო ტაბატაძე ერთ-ერთი ყველაზე დიდი "ნარკობარიგა" იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, "ვარდების რევოლუციამდე", ტაბატაძე "ნამდვილი ჯალათის", თბილისის პოლიციის უფროსის, სოსო ალავიძის მარჯვენა ხელი იყო. "არ შეიძლება თბილისელებს ის არ ახსოვდეთ. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკობარიგა, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა თბილისში ნარკოტიკებს. ამისთანა ხალხის შედეგად მაშინდელ საქართველოში მთელი თაობა ნემსზე შეჯდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც მოხდა "ვარდების რევოლუცია" და ნინო ბურჯანაძე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობის, მოულოდნელად გაიგო, რომ ალეკო ტაბატაძე დაუნიშნავთ ქალაქის პოლიციის უფროსად.

"გადავურეკე ეგრევე ნინო ბურჯანაძეს, რადგან ის ბადრი ბიწაძის კადრი იყო და ნახევარ საათში მოვახსნევინე. ამის შემდეგ ბიწაძემ ისევ შეტენა რაღაც თანამდებობაზე და რომ გავიგე, იქაც მოვახსნევინე. მერე გაქცეული იყო უკრაინაში. ძალიან ბევრი ფული წაიღო და ფული ბევრი ჰქონდა, იმიტომ, რომ მთელი თაობა დასვეს ნემსზე და ამაზე ბევრმა მოითბო ხელი. ახლა ეს კაცი დაბრუნებულა აქ, აღმოჩენილა საპარლამენტო სიაში და თურმე მთელი ეს პერიოდი აგროვებდა სიბინძურეებს. 2 დღის წინ კი
You must have Flash Player installed in order to see this player.
აჭარაში ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, წარმოუდგენელი სისასტიკით გამორჩეული "რემბო", რომლის წინააღმდეგ თავის დროზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ადამიანების წამების გამო, მრავალი წელი იყო გაქცეული, ჩაყუჟული, თავჩაწეული, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით გამოვიდა და დაგმო ძალადობა. ეს ძველი ელემენტები, რომლებიც აწამებდნენ, აუთოვებდნენ, რყვნიდნენ მთელ თაობას, უცებ წამოყვეს თავი და დაბრუნდნენ საქართველოში. ყველა მობრუნდა, ამ არჩევნების გარშემო დაირაზმა და ჰგონიათ, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი დაბრუნდება თავის წრეზე. ყველაფერს აქვს საზღვარი", - განაცხადა პრეზიდენტმა და აქვე დასძინა, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველანაირი ადამიანის შემოკრება და გამოყენება არ შეიძლება, რადგან "ეს საბოლოო ჯამში ყველაფერს დაანგრევს".

"ინტერპრესნიუსი"
19:28 / 12-10-2012
სოსო ალავიძე ძალიან მაგარი ადამიანია.მე პირადად არ ვიცნობ მაგრამ ბევრი კარგია მსმენია მასზე. ის ეზიზღება ნაც მოძრაობის და მიშას დამპალ მიმდევრებს, ვინაიდან ისინი კრიმინალური მრწამსის მქონე ადამიანები არიან და ეშიათ ალავიძის
bibi_75
14:46 / 10-10-2012
ალავიძეზე ბევრი ცუდი გამიგია მაგრამ ვინც პირადად იცნობს ყველა დადებითად აფასებს
olala
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:11 / 06-12-2016  Image რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
"უახლოეს მომავალში რეგიონებშიც გადაინაცვლებს, იქაც მოიმატებს დაავადებულ ადამიანთა რიცხვი"
11:34 / 06-12-2016  Image "რეკლამები ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან და ტოტალიზატორებს აკითხავენ"
ქალებს უფრო უჭირთ, თავი დაანებონ თამაშს
13:28 / 06-12-2016  Image ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა
მარია სწავლისგან თავისუფალ დროს სხვადასხვა თავშესაფრებსა და სახლებში მცხოვრებ მიგრანტებს ეხმარებოდა
16:09 / 06-12-2016  Image 1 წლის ბარბარე გადარჩება! - გოგონასთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა
"ბარბარეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება სასწრაფოდ, რაც 126 000 $ ღირს"
17:30 / 06-12-2016  Image მეკო კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე საპატრიარქოში...
ფეისბუქის გვერდი "რაგბის ფანები" ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49