ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას "სახალხო ბანკის" ყოფილი მფლობელებიც იწყებენ

ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას "სახალხო ბანკის" ყოფილი მფლობელებიც იწყებენ

ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას "სახალხო ბანკის" ყოფილი მფლობელებიც იწყებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბანკის ყოფილი დამფუძნებლები ირინა ჯინჭარაძე, ალიონა კოვალენკო და გიორგი გოგუაძე ხვალ, "For.ge"-ს პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

"სახალხო ბანკი" მისმა დამფუძნებლებმა 2009 წელს დათმეს. მაშინ ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი 12,51 მილიონად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა.

ბანკი, რომლის სახელიც 2005 წელს მოსკოვში მოკლულ ქართველ ბიზნესმენს, მამუკა ჯინჭარაძეს უკავშირდება, 2002 წელს დაფუძნდა. "სახალხო ბანკის" აქციონერები იყვნენ: გიორგი გოგუაძე (9,59%), რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში ისნის მაჟორიტარად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდა, ირინა ჯინჭარაძე (24,88%), შპს "სტარქორდ რესურსიზი" (20,18%), ელენე კოვალენკო (20,18%) და სხვა წვრილი აქციონერები.

ბანკს მალევე სათავეში "საქართველოს ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი და 2007-2008 წლების პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა.

ხვალ დაგეგმილი პრესკონფერენციის თემის დეტალების დაზუსტება "ინტერპრესნიუსმა" ბანკის ერთ-ერთ ყოფილ მფლობელთან, ალიონა კოვალენკოსთან სცადა, თუმცა, მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "ხვალ პრესკონფერენცია ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით გაიმართება".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა