ოსმან თურანმა შესაძლოა, "ჯეოსელი" დატოვოს

ოსმან თურანმა შესაძლოა, "ჯეოსელი" დატოვოს

კომპანია "ჯეოსელის" მენეჯმენტში ცვლილებებია. როგორც "ინტერპრენსიუსს" კომპანია "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ირმა ცქიტიშვილმა აცნობა, შესაბამის განცხადებას "ჯეოსელის" ხელმძღვანელი ოსმან თურანი დღეს გააკეთებს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიას ტოვებს თავად ოსმან თურანიც. ეს ინფორმაცია ირმა ცქიტიშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა.

"ოსმან თურანი დღეს თვითონ ილაპარაკებს ყველაფერზე. ეს მისი განაცხადია და დღეს გააკეთებს განცხადებას. ოსმანი თურანი მენეჯმენტში ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრებს, შემდეგ კი იქნება საზეიმო სადილი მედიასთან", - განაცხადა ირმა ცქიტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ