კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:05 / 16-11-2012
ბიძინა ივანიშვილი - არც ჩემთვისაა ბაჩო ახალაიას დაპატიმრება სასიამოვნო
Die Presse

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ავსტრიულ გაზეთ Die Presse-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც  აღნიშნა, რომ არ აქვს გავლენა იუსტიციაზე და განმარტავს, თუ როგორ სურს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

- თქვენი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში შედგა. როგორ მიგიღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში?
- ეს გულითადი და სასიამოვნო შეხვედრები იყო. ევროპულ ოჯახში გაერთიანების სურვილი გაიზარდა, რადგან მე ევროპა ისეთი დამხვდა, როგორადაც მყავდა წარმოდგენილი.

- ეჭვებიც იქნა გამოთქმული. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოში შერჩევითი სამართლის გამო შეშფოთება გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ დააკავეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ორი სამხედრო მაღალჩინოსანი.
- ბაროზომ გამოთქვა ეჭვები, მაგრამ არცთუ ისეთი დიდი. არც ჩემთვისაა ახალაიას დაპატიმრება სასიამოვნო. მე ბატონ ბაროზოს ავუხსენი, რომ არანაირი შერჩევითი სამართალი არ გვაქვს.

- ყოფილ მინისტრ ახალაიას წლებია ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მაგრამ გენერალური შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავება თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის ძალაუფლების გამო ბრძოლას ჰგავს. სააკაშვილი ნიშნავს გენშტაბის უფროსს, მაგრამ მედიის ინფორმაციით, თავდაცვის ახალ მინისტრს ამ პოსტზე თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა უნდა.
- პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის არ არსებობს ძალაუფლებისათვის ბრძოლა. მაგრამ გენერალურ პროკურორზე, რომელმაც წამოაყენა ბრალდება, ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ის პატიოსანი და აკურატული ადამიანია. ჩვენ ასევე ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი გვყავს. ორივე სამართლიანობის და პატიოსნების ნიმუშები არიან. მეც, ან თავად ღმერთსაც რომ მოეთხოვა კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედება, ისინი ამას არ ჩაიდენდნენ.

- არ არის პრობლემა ის, რომ გენპროკურორი ადრე თქვენი პირადი ადვოკატი იყო?
- ის იმდენად სწორხაზოვანი და პატიოსანი იყო, რომ მასზე არანაირი გავლენა არ არსებობდა. სწორედ იმიტომ დავნიშნე ის გენერალურ პროკურორად, რომ ასეთია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დამოუკიდებლად იმოქმედებს.

- საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ სააკაშვილს მძიმე ბრალდებები წაუყენეთ და გადადგომისკენ მოუწოდეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება შესაძლებელია?
- პირადად მე ამის სურვილი არ მაქვს. უპირველეს ყოვლისა, ამას ვერ გაიგებდნენ ევროპაში. ეს პოლიტიკური შურისძიების და არა სამართლებრივი პროცესის სახეს მიიღებდა. ჩვენ ვუძლებთ ამ ცდუნებას და ასეც გავაგრძელებთ, რათა ქვეყანამ სახე შეინარჩუნოს. მაგრამ მე არ შემიძლია დავაბრკოლო იუსტიციის მუშაობა.

- დღეს პრეზიდენტი მართლაც სუსტად გამოიყურება და ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო სისტემა, არ არის ძლიერი და დამოუკიდებელი. იზიარებთ იმ წუხილს, რომ თქვენ, ისევე როგორც მანამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ საკუთარ ხელში მოაქციოთ?
- ჩემი პოლიტიკა თვალთმაქცობა არ არის. საკაშვილის ხალხი მოვიდა, აკეთა საქმეები და გაძარცვა ქვეყანა. სამაგიეროდ, მე 2 მილიარდი დავახარჯე ქვეყანას და ამას მომავალშიც გავაგრძელებ. მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირ
დაპირი და სუფთა. ამიტომ ასეთი საფრთხე არ არსებობს.

- თქვენ სააკაშვილს ბრალს სდებთ, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ეკონომიკური სექტორი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს. თქვენ როგორ აპირებთ მოქმედებას?
- დიახ, საქართველოს ეკონომიკა მონოპოლიზებულია. მე ლიბერალური მიდგომის და მეწარმეებს შორის კონკურენციის მომხრე ვარ. ჩემი უმნიშვნელოვანესი გეგმა სამუშაო ადგილებისა და საწარმოების შექმნაა. ეს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაშიც დაგვეხმარება.

- საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ მტრულად განწყობილ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბრობდით. სააკაშვილი მოსკოვთან კავშირში გდებდათ ბრალს იმის გამო, რომ ქონება რუსეთში დააგროვეთ. არჩევნების შემდეგ თქვენ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნეთ. თუმცა მოსკოვიდან ამას ენთუზიაზმით არავინ შეხვდა.
- ეს სამწუხაროა. მე იმედგაცრუებული ვარ. რუსებმა კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვეს. ჩვენ კონკრეტული არაფერი გვაქვს შესათავაზებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ამას გადახედავენ. ჩვენ ამისათვის მზად ვართ.

- სეპარატისტულ აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის თუ გეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს?
- ჩვენ ფსონს ვდებთ „სახალხო დიპლომატიის“ (კონფლიქტის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხის კონტაქტი) კონცეფციაზე. ამის პარალელურად, ვცდილობთ ავაგოთ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გავაგრძელებთ ასევე 2008 წლის შემდეგ მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელშიც რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეობენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- თქვენი შემდეგი ვიზიტი უცხოეთში სად იქნება?
- სავარაუდოდ, ვაშინგტონში გავემგზავრები.

- ერთი წლის წინ, როდესაც პოლიტიკაში ჩაებით, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოგართვეს. გქონდათ ფრანგული პასპორტიც. ახლა რომელი პასპორტით მოგზაურობთ?
- მე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს და კანონის მიხედვით ეს საკმარისია იმისათვის, რომ ვიყო პრემიერმინისტრი. მე თუ კვლავ საქართველოს მოქალაქე გავხდებოდი, ეს უკვე კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა და პრემიერობას ჩამომართმევდნენ. ასე გამოიყურება საქართველოს კონსტიტუცია. ეს სასაცილოა. ეს შეიცვლება – ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ.

სილვია შტობერი
ForeignPress
21:31 / 17-11-2012
წადი Bიძინა შენ საფრანგეთში ისეა ხალხი გაბრაძებული სააკაშვილზე და მის ბანდაზე ამდენმა შენმა და შენი მინისტრების გაძვირებებმა ხალხი გადარია და ყველას ჯავრს თქვენზე ამოიყრიან და ბევრი სისხლი დაიღვრება. წადი არ გაგვიმართლე იმედები, გვიძვირებ ყველაფერს და შენ შენი ფულის დასაცავად და თქვენი ბიზნესებისთვის მოდით და აღარ გაგივათ ამდენი ხალხის მოტყუება, ძაან გამწარებულია ხალხი რომ ვმგზავრობ ავტობუსით მეტი სალაპარაკო არ აქვს ხალხს და ძაან შეშფოთებულები არიან ბიძინამ მოგვატყუაო.
eva
13:43 / 17-11-2012
მტყუანი ამოწყდა ,ისე შენი.... რამდენიც კი გაუგზავნე მარა ხალხი ფეხებზე კიდია ბიძინას შენნაირი ნაძირლებისთვის მოვიდა. რამდენჯერაც მივწერე იმდენი ამოწყდა მტყუანი.. მტყუანი არ მოესწრო ამ წლის დასასრულს ?
ika demagogia-s
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:39 / 02-09-2014  Image კახეთში 7 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს
კახეთში 7 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს
08:09 / 02-09-2014  Image ელის თუ არა თბილისს 9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა
"მიწისძვრა აუცილებლად მოხდება, მაგრამ როდის, სად და რამდენი მაგნიტუდით, არავინ იცის"
20:50 / 02-09-2014  Image უბნები თბილისში, რომლებსაც ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
"თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო
19:40 / 02-09-2014  Image 10 ცნობილი ქალი, რომელიც ლამაზად დაბერდა (+10 ფოტო)
ისინი ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ პასპორტში აღბეჭდილი ციფრებია (ფოტოგალერეა)
13:00 / 02-09-2014  Image გოგონა, რომელიც საზოგადოებამ საზარელი შემთხვევით გაიცნო, გათხოვდა
გვანცა ადამიას სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი იმ შემთხვევის შემდეგ გახდა, როცა
არცოდნა - არცოდვაბავშვი - მეგესტაპო - იხ....
"სარფის შეხვედრა არ იყო მხოლოდ მონატრებული მეგობრების...
"როგორ გაიმეტა ბავშვობის მეგობრის შვილები სასიკვდილოდ, ვერავის...
"სააკაშვილი რომ დამინახავდა, თავს უკან აბრუნებდა""გაზტურბინული თბოელექტროსადგურების...