უგუ­ლა­ვას "გუ­ლაობა" ლას­-ვე­გას­ში

უგუ­ლა­ვას "გუ­ლაობა" ლას­-ვე­გას­ში

მას უყ­ვარს გარ­თო­ბა, თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი გარ­თო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით საზღ­ვარ­გა­რეთ. თუმ­ცა თბი­ლის­შიც არა­ფერს იკ­ლებს... ამა­ზე მეტყ­ვე­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც, რო­მელ­ზეც აღ­წე­რი­ლია თბი­ლი­სის მე­რის ღა­მე­უ­ლი გარ­თო­ბა მე­უღ­ლი­სა და მე­გობ­რე­ბის თან­ხლე­ბით. გა­ზეთ­მა "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" ჯერ კი­დევ 2010 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლის, ლე­ლა კი­ლა­ძის მშო­ბი­ა­რო­ბის "სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ" ჩა­სუ­ლი წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი არი­ან ასა­ხუ­ლი. ვე­ნა­ში მშო­ბი­ა­რო­ბას და ქარ­თვე­ლი დე­ლე­გა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე დღით სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბას კი (უ­გუ­ლა­ვას სას­ტუმ­რო "ზა­ხერ­ში" ჰქონ­და ნომ­რე­ბი და­ჯავ­შნი­ლი) კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა მოხ­მარ­და...

ახ­ლა­ხან ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ეს­ტროს" ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნა ლე­ჟა­ვას გა­და­ცე­მა "კვი­რის რე­პორ­ტაჟ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თია თო­ი­ძემ მო­ამ­ზა­და სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით მტკიც­დე­ბა, რომ გი­გი უგუ­ლა­ვა ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­სი­ით სამ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და ამე­რი­კის უმ­შვე­ნი­ე­რეს ქა­ლაქ ლას­-ვე­გას­ში. რაც მთავარი­ა, ამა­ვე დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით მტკიც­დე­ბა, რომ თბი­ლი­სის მე­რი თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სდა. უფ­რო დაწ­ვრი­ლე­ბით ამ თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტი და უგუ­ლა­ვას ვო­ი­ა­ჟე­ბის სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი ნა­თია თო­ი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- გი­გი უგუ­ლა­ვას ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ, ქა­ლაქ ლას­-ვე­გას­ში ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი ვი­ზი­ტის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ მოგ­ვა­წო­და, თან და­ა­მა­ტა: ახ­ლა მიხ­ვდე­ბით, რო­გორ ერ­თო­ბა თბი­ლი­სის მე­რი საზღ­ვარ­გა­რეთ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­წე­რი­ლი თან­ხით და ეს ხარ­ჯე­ბი რო­გორ არის ასა­ხუ­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში­ო... საქ­მე ეხე­ბა 2011-2012 წლებ­ში გი­გი უგუ­ლა­ვას სამ ვი­ზიტს ლას­-ვე­გას­ში. პირ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტი 2011 წლის აპ­რი­ლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და ვი­ზი­ტის მი­ზან­ში წე­რი­ა, რომ "გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით" მი­ემ­გზავ­რე­ბა. ამ ვი­ზი­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 18.500 ლა­რი მხო­ლოდ ბი­ლე­თე­ბის თან­ხა­ა. ამის შემ­დეგ, 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში კი­დევ ერ­თი გან­კარ­გუ­ლე­ბა გაჩ­ნდა თბი­ლი­სის მე­რი­ის ვებ­გვერ­დზე, სა­დაც წე­რი­ა, რომ 2012 წლის 3-8 იან­ვარს (?!) უგუ­ლა­ვას კი­დევ ერთ ვი­ზი­ტია და­გეგ­მი­ლი ამე­რი­კა­ში, ლას­-ვე­გას­ში. ხო­ლო ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი კი­დევ უფ­რო ბუნ­დო­ვა­ნი­ა, მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ეს არის "საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტი"...

2012 წლის აპ­რილ­ში კი უკვე მე­სა­მე გან­კარ­გუ­ლე­ბაა გა­ცე­მუ­ლი: 27 აპ­რი­ლი­დან 3 მა­ი­სამ­დე გი­გი უგუ­ლა­ვა უნ­და ჩა­ვი­დეს ქა­ლაქ ლას­-ვე­გას­ში, იქ­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი - გი­გი უგუ­ლა­ვა უნ­და და­ეს­წროს გა­მო­ფე­ნას სა­ხელ­წო­დე­ბით "ვე­ისთ ექ­სპო". ეს არის ლას­-ვე­გა­სის ყო­ველ­წლი­უ­რი გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც ნარ­ჩე­ნე­ბის ქარ­ხნულ და­მუ­შა­ვე­ბას ეძღ­ვნე­ბა. და­ეს­წრო თუ არა გი­გი უგუ­ლა­ვა ამ გა­მო­ფე­ნას, დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა.­ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ამა­ოდ ვცდი­ლობ­დით თბი­ლი­სის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან იმის გან­მარ­ტე­ბას, თუ რა გა­ა­კე­თა უგუ­ლა­ვამ ლას­-ვე­გას­ში. ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი არა­ვინ ისურ­ვა. რა­ტომ­ღაც ბო­ლო სამ­თავ­რო­ბო სხდომა­ზე გა­ახ­სენ­და ქა­ლა­ქის მერს, თბი­ლის­ში 600 ათა­სი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი რომ ცხოვ­რობს და მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა. ამი­ტო­მაც და­ვინ­ტე­რეს­დით, რა და­უჯ­და ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს და რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და უგუ­ლა­ვას სა­მი ვი­ზი­ტი მსოფ­ლი­ოს გასარ­თობ ცენ­ტრად ცნო­ბილ ლას­-ვე­გას­ში. თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში კი გვარ­წმუ­ნებ­დნენ, ვიდ­რე თქვე­ნი გა­და­ცე­მა გა­ვა ეთერ­ში, მე­რი­ის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი კითხ­ვებ­ზე გი­პა­სუ­ხებ­თო, მაგ­რამ ეს და­პი­რე­ბაც და­პი­რე­ბად დარ­ჩა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ვებ­გვერ­დზე, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს მე­რის ვი­ზი­ტე­ბი, ლას­-ვე­გას­ში ვი­ზიტებზე არა­ფე­რი წე­რი­ა. არც მერს და არც მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურს აზ­რად არ მოს­ვლი­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და იმ ქა­ლა­ქის­თვის, რო­მელ­მაც 2010 წელს მე­რად აირ­ჩი­ა, ერ­თი სიტყ­ვით მა­ინც ეც­ნო­ბე­ბი­ნათ, რა მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და უგუ­ლა­ვა ამე­რი­კა­ში.

გარ­და ამი­სა, ხელთ გვაქვს დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია უგუ­ლა­ვას ქვეყ­ნი­დან გას­ვლა და შე­მოს­ვლა. სა­მი­დან ორი ვი­ზი­ტის დროს მას მე­უღ­ლე ლე­ლა კი­ლა­ძეს­თან, ცო­ლისდა­სა და მის მე­უღ­ლე გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად აქვს საზღ­ვა­რი გა­დაკ­ვე­თილ­-გად­მოკ­ვე­თი­ლი. ერ­თ-ერ­თი ვი­ზი­ტი­სას მან საზღ­ვა­რი გა­დაკ­ვე­თა და გად­მოკ­ვე­თა გო­კა გა­ბაშ­ვილ­თან და მის მე­უღ­ლე ირი­ნა კლდი­აშ­ვილ­თან ერ­თად. ხო­ლო შემ­დეგ ვი­ზიტ­ზე, 3-დან 8 იან­ვრამ­დე გი­გი უგუ­ლა­ვას ახ­ლდნენ: ლე­ლა კი­ლა­ძე, მი­სი და მა­კა კი­ლა­ძე, გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე და მი­სი მე­უღ­ლე ეკა ჯა­ფა­რი­ძე, ასე­ვე ცნო­ბი­ლი ვი­ზა­ჟის­ტი, ლე­ლა კი­ლა­ძის მე­გო­ბა­რი მა­რი გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი (კარ­გად ჩანს ანო­ნი­მუ­რად გა­და­ღე­ბულ ცნო­ბილ ფო­ტო­ებ­ზე, სა­დაც მე­რის გარ­თო­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი). ისი­ნი ერ­თად გა­ვიდ­ნენ და ერ­თი და იმა­ვე რე­ი­სით დაბ­რუნ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ამ საკითხზე კო­მენ­ტარს თა­ვი აა­რი­დეს.

- სი­უ­ჟე­ტის ეთერ­ში გას­ვლას ბა­რა­მი­ძის, გა­ბაშ­ვი­ლის ან თვი­თონ უგუ­ლა­ვას მხრი­დან გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყოლია?

- არა. ა­რა­და, ჟურ­ნა­ლის­ტებს გვაქვს უფ­ლე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვამ­ზე­უ­როთ და ვი­კითხ­ოთ, რის­თვის ხარ­ჯავს თბი­ლი­სის მე­რი ჩვენ­სა­ვე ფულს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

- უგუ­ლა­ვას და მი­სი მე­გობ­რე­ბის სა­მი ვი­ზი­ტი ლას­-ვე­გას­ში და­ახ­ლო­ე­ბით რა დაჯ­და?

- პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი - 19 ათას ლარ­ზე მე­ტი, მე­ო­რე - 15.012 ლა­რი, ხო­ლო მე­სა­მე - 10.662 ლა­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან არის გა­წე­რი­ლი, რო­გორც სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯი.

ნი­ნო მა­ი­სუ­რა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა