ხმის მიცემის პულტებით მანიპულირების "ტრადიცია" მერვე მოწვევის პარლამენტშიც გრძელდება. სხვის პულტზე "თითის დაჭერის საქმე" ახალი უმრავლესობის წევრებმაც აითვისეს.
ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში გამართული ერთ-ერთი კენჭისყრის დროს, უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე ხმას თანაგუნდელის ნაცვლად აძლევდა.
ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ დეპუტატი ხმას პირადად აძლევს და დაუშვებელია ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა. კანონის ამ ნორმის დარღვევისთვის ფინანსური სანქციაც არის გათვალისწინებული. კერძოდ, რეგლამენტის 286-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, თუ ერთი დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში, ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%.
იხილეთ ვიდეო: სხვის პულტზე თითის დაჭერის "ტრადიციას" ახალი უმრავლესობაც აგრძელებს