მიხეილ სააკაშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

მიხეილ სააკაშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემები იყო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და ამ მხრივ საქართველოს წვლილი, ასევე, ორმხრივი ურთიერთობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.

საუბრისას ქეთრინ ეშტონმა ყურადღება ასოცირებული წევრობისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს ევროინტეგრაციის კურსს, ეს საკითხი ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად დარჩება.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების გადაბარების პროცესი ქვეყანაში დემოკრატიულად განვითარდა. შეხვედრისას, ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტრუქციული თანამშრომლობის საკითხს.

საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ აუცილებელია სამართლის პრინციპების დაცვა და კანონის უზენაესობა - ეს არის მთავარი ფასეულობა, რომელიც, მისი თქმით, ევროკავშირისა და საქართველოსთვის საერთოა.

გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ქეთრინ ეშტონთან

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა