ვალუტის კურსი
09/02/2010
USD
1
USD
1.7129
EUR
1
EUR
2.3446
RUB
100
RUB
5.6132
თქვენი აზრით, განათლების სისტემის რადიკალური რეფორმის მეორე ტალღა
კალენდარი
« თებერვალი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
  
ყველაზე კითხვადი
08:55 / 03-07-2009
ვინ არიან ვანო მერაბიშვილის "პაკლონიკები"?

გასულ კვირას სატელევიზიო გადაცემა "პოზიციაში" სტუმრად მყოფმა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს განუცხადა, სირცხვილია, ცნობილ საიტ "ფეისბუქზე" ვანო მერაბიშვილის ფანკლუბი რომ არის გახსნილიო. ეს რიგით ტელემაყურებელს, სავარაუდოდ, ხუმრობა ეგონებოდა, თუმცა ქვეყნის "ხერხემლად" შერაცხილ შინაგან საქმეთა მინისტრს თურმე მართლა ბევრი ფანი ჰყოლია.
პროფესიით მარკშეიდერის, მოწოდებით კი პირველი პოლიციელის საქმიანობას თაყვანისმცემლები მაღალ შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ ქართული სახელმწიფო სწორედ მის მხრებზე დგას. ჩვენთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის იყო, რომ მერაბიშვილის თაყვანისმცემელთა შორის ბევრი ჟურნალისტიც აღმოვაჩინეთ, მათ შორის გადაცემა "პოზიციის" წამყვანი და "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე. ფანებს შორისაა ამავე გადაცემის თანამშრომელი რუსუდან ვაშაკიძეც. თავისი სიმპათია სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ არასდროს დაუმალავს ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს, თუმცა ამ ფანკლუბში მისი ყოფნა მაინც მოულოდნელია. ბოლო ხანს, ქართულ ნაციონალურ არხებზე ხშირად ჩნდება რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას აფასებს ხოლმე. ბატონი პანფილოვიც ასევე ქართველი მინისტრის ფანკლუბის წევრია. "პირველი არხის" გადაცემა "აქცენტების" წამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც ყოველთვის ცდილობს, მაყურებელი თავის ობიექტურობაში დაარწმუნოს, ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემელი ყოფილა. ალბათ, არავის გაუკვირდება ფანებს შორის "თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელის ლევან რამიშვილისა და "კმარას" აქტივისტის, თეა თუთბერიძის ხილვა. ვანო მერაბიშვილს, წესით, საამაყოდ უნდა ჰქონდეს, რომ მისი თაყვანისმცემლები არიან კავკასიის უახლესი ისტორიის ორი ლეგენდარული ადამიანის, ორი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის შვილები: გიორგი გამსახურდია და დეგი დუდაევი. განსაკუთრებული სიმპათია ჰქონიათ ვანო მერაბიშვილის მიმართ გერმანიაში საქართველოს ელჩს, ლევან დუჩიძესა და ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი არველაძეს. ფანკლუბშია გაწევრებული აგრეთვე გაზეთ "24 საათის"  მიმომხილველი ნოდარ ლადარიაც. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს თურმე "ეპაკლონიკება" საქართველოში ყველაზე ცნობილი სახედარი სანდრო, უკაცრავად, ამ სახედრის გამხმოვანებელი გადაცემაში "საღამოს შოუ სანდროსთან ერთად" - გიგა ნასარიძე. აშენდა მერაბიშვილის ოჯახი და ეგ არის. მოკლედ, ვერ ვიტყვით, რომ რიცხოვნობით შინაგან საქმეთა მინისტრის ფანკლუბი განსაკუთრებით გამოირჩევა, მაგრამ თვალში ერთი რამ მომხვდა, ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემელთა შორის სანდრო გირგვლიანის ტოლი გოგო-ბიჭები ჭარბობენ...
ანა გიორგაძე

”ყველა სიახლე”

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:35 / 08-02-2010  ambebi.ge-ს განცხადება
8 თებერვალს, ტექნიკური პრობლემების
13:54 / 08-02-2010  Image მიხეილ სააკაშვილი - უკრაინულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა
უკრაინულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”უკრაინას” ტოკ-შოუ ”Shuster Live”-ში.
09:16 / 08-02-2010  Image ”გადატვირთვა” ერთი წლის შემდეგ - ხედვა მოსკოვიდან
RadioFreeEurope
Radioliberty

ვლადიმერ პუტინი მანამ, ვიდრე საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებდა, მხარს უჭერდა სარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების  ახალ კონფიგურაციას