"ბიძინა ივანიშვილი მილიონობით დოლარს პორნოგრაფზე დახარჯავს"

"ბიძინა ივანიშვილი მილიონობით დოლარს პორნოგრაფზე დახარჯავს"

რუსული ტელეარხის "дождь"-ის ერთ-ერთი გადაცემა ივანიშვილს მიეძღვნა. გადაცემას "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მილიონობით დოლარს პორნოგრაფზე დახარჯავს" ერქვა. გადაცემის წამყვანები პრემიერ მინისტრის მიერ "სოთბის" აუქციონის ლოტებით გატაცებაზე მსჯელობდნენ.

"შილეს - ავსტრიელი ექსპრესიონისტის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მის ნამუშევრებზე უკვე დახარჯა 40 მილიონი დოლარი. სულ ივანიშვილის კოლექცია 1 მილიარდ დოლარის ღირებულებისაა - ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 31%-ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს შემოსავალი.

ჯერ კიდევ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი ბორისის სახელით იყო ცნობილი და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს კოლექციონერად ითვლებოდა აბრამოვიჩთან, ექსელბერგთან და სხვა რუს მილიარდერებთან ერთად. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი თავისი სპეციფიკური მიდრეკილებებით: იოგით, ფსიქოანალიზით, ზებრებისა და პინგვინების მოშენებით, "რუხი კარდინალივით" გამოიყურებოდა სხვების ფონზე. მას ყველაფერი სხვებისგან გასხვავებული აქვს: ორი ალბინოსი შვილი, გოთი ქალიშვილი, საყვარელი მხატვარი შილე. თუმცა, ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, სურათები არაა ორიგინალი, რადგან ყველა ორიგინალი ლონდონში ინახება", - ამბობენ რუსი წამყვანები.

მომზადებული ტელეკომპანია ДОЖДЬ-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა