დღეს გაიმართება აქცია - "არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს"

დღეს გაიმართება აქცია - "არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, დღეს თბილისში გაიმართება აქცია სახელწოდებით – "არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს".

"14.00 საათზე გიგი უგულავა დაბარებულია ფინანსურ პოლიციაში, ბრალის წაყენების მიზნით. მოგიწოდებთ ყველას, შევიკრიბოთ ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაში. არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს", - ასეთი შინაარსის განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

აქციის დაწყება 13.30 საათისთვის არის დაგეგმილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა