ალექსანდრე ბარამიძე - თეა წულუკიანმა იურიდიული განათლება საზღვარგარეთ მიიღო

ალექსანდრე ბარამიძე - თეა წულუკიანმა იურიდიული განათლება საზღვარგარეთ მიიღო

თეა წულუკიანმა იურიდიული განათლება საზღვარგარეთ მიიღო და ამის შესახებ ცნობილია, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა.

მისივე განმარტებით, თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს ღირსეულ პასუხს გასცემს თავად იუსტიციის მინისტრი, რომელიც საქართველოში უკვე დაბრუნდა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სიუჟეტი გუშინ მოამზადა.

სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა