თურქული HaberVakti ავრცელებს თურქეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარს, სადაც ის აცხადებს, რომ ეროვნებით თურქი არ არის და ქართული ფესვები აქვს.
"მე ეროვნებით თურქი არ ვარ. დავიბადე რიზეში, ბერძნული სახელის მქონე ქართულ სოფელში. მე ქართული ფესვები მაქვს", - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
59 წლის რეჯიფ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრემიერი 2003 წელს გახდა. ინფორმაცია მისი ქართული წარმომავლობის შესახებ ერდოღანის გაპრემიერებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მომზადებულია habervakti.com-იხ მიხედვით.