ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

ნინო ბურჯანაძე პარტიულ აქტივს არჩევნებისათვის ამზადებს. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა რუსთავში განაცხადა, სადაც პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციის აქტივისტებისათვის ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტი ტრენინგს მართავდა.

ბურჯანაძის თქმით, პარტია ამ ეტაპზე შიდა სტრუქტურას აძლიერებს და არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება.

"ჩვენ ვემზადებით პარტიული მშენებლობის გაძლიერებისათვის. ვემზადებით ყველა შემდგომი არჩევნებისათვის და ბუნებრივია, რომ პარტიის რეორგანიზაცია, გაძლიერება, პარტიული აქტივისტების გააქტიურება არის მიმართული იმისკენ, რომ შემდგომ არჩევნებში პარტიამ წარმოაჩინოს თავისი თავი", - განაცხადა ბურძანაძემ, თუმცა, კონკრეტულ პასუხს, მიიღებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მან თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ბურჯანაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ყველა კითხავზე პასუხის გაცემა მოუწევს.

"დღეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა მსოფლიო მედიის საშუალებით, რომ კოჰაბიტაციის სამშობლოში და კლასიკური კოჰაბიტაციის ქვეყანაში, ყოფილ პრეზიდენტ სარკოზის სასამართლომ წარუდგინა ძალიან კონკრეტული ბრალდებები. მე მაინტერესებს, ეს როგორ არის ქართული სტანდარტებით, პოლიტიკური დევნაა?! კითხვები, რომელიც არსებობს პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, ნაციონალური მოძრაობა მყავს მე მხედველობაში, უნდა დაისვას და ამ კითხვებზე პასუხები უნდა გაიცეს. და ყველა პროცესი სწორედ, რომ ამ ნიშნით უნდა მიდიოდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა