რომელი მნიშვნელოვანი ობიექტები გა­ყი­და კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძემ

რომელი მნიშვნელოვანი ობიექტები გა­ყი­და კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძემ

რა მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი გა­ას­ხვი­სა 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა იდე­ო­ლო­გი­ას ატა­რებს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე სა­კუ­თა­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით - ამ სა­კითხ­ებ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და­ვით ფა­ცა­ცია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი კარ­გად ჩანს მი­სი მო­წა­ფის, ლა­რი­სა ბუ­რა­კო­ვას მი­ერ 2011 წელს გა­მო­ცე­მულ წიგ­ნში "რა­ტომ გა­მო­უ­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს". იქ არის ასე­თი პა­სა­ჟი: 1992-2005 წლებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მე­წარ­მე­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე არ­კა­დი ვოლ­სკი ეუბ­ნე­ბა ბენ­დუ­ქი­ძეს: "სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა", ბენ­დუ­ქი­ძე მი­უ­გებს: "მე სხვა გეგ­მე­ბი მაქვს"... ვოლ­სკი: "სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­გიწ­ვი­ა, პუ­ტი­ნი თა­ნახ­მა­ა"... ასე რომ, 2004 წლის მარ­ტში ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და პუ­ტი­ნის გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად. ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც შე­მუ­შავ­და 2003 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე. ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოგ­ზავ­ნეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ოკუ­პა­ცი­ის, ანუ ინ­ვეს­ტი­ცი­ის გზით მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. ბენ­დუ­ქი­ძე ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გახ­და და მან, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­­ყი­და ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში იყო. მან­ვე ჩა­მო­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბი. ამ ჯგუფ­სა თუ სექ­ტა­ში შე­დი­ან: დე­პუ­ტა­ტი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, მი­შა თავ­ხე­ლი­ძე, ქე­თა გა­ბი­ა­ნი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი... ე.წ. რა­დი­კა­ლი ლი­ბე­რა­ლე­ბის ეს ჯგუ­ფი, ერ­თი მხრივ, წარ­მო­ად­გენს "გაპ­რა­ვე­ბის" იდე­ო­ლო­გი­უ­რ მან­ქა­ნას, შე­ფა­რუ­ლი ე.წ. ღია ეკო­ნო­მი­კი­სა და პრო­ევ­რო­პუ­ლო­ბის რი­ტო­რი­კით, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ისი­ნი ე.წ. ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კით ამარ­თლე­ბენ მთე­ლი რი­გი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გას­ხვი­სე­ბას რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­სა და კორ­პო­რა­ცი­ებ­ზე. მე­ო­რე მხრივ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ლან­ძღვა-­გი­ნე­ბით, შე­ფა­რუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ანუ ორ­მაგ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ოდ­ნენ: 1. სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გას­ხვი­სე­ბა რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­ზე; 2. გა­მომ­წვე­ვი რი­ტო­რი­კა, რო­მე­ლიც ორ­მა­გად ვნებ­და ქვე­ყა­ნას. სა­უ­ბე­დუ­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლი თა­მა­ში იყო და ხელს აძ­ლევ­და ორი­ვე მხა­რეს - ქარ­თულ­საც და რუ­სულ­საც. ამ თა­მაშ­ში კი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. მი­სი აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით სარ­გებ­ლობ­დნენ რუ­სე­თის გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლი ატყ­უ­ებ­და ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­საც (რო­ცა სა­ა­კაშ­ვილ­ზე ვლა­პა­რა­კობ, ხში­რად მომ­ყავს ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ურ­ხო კე­კო­ნე­ნის მა­გა­ლი­თი: 1990-ი­ა­ნი წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­იხ­სნა საბ­ჭო­თა სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად დამ­ტკიც­და მი­სი 25-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან). ბენ­დუ­ქი­ძის თა­ნა­მო­აზ­რეა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გრი­გოლ ვა­შა­ძე, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და თა­ვის დრო­ზე საბ­ჭო­თა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ატო­მუ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კითხ­ებ­ზე. ბენ­დუ­ქი­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "ა­ტომ­სტრო­ი­ექ­სპორ­ტი", რო­მე­ლიც აშე­ნებს ატო­მურ სად­გუ­რებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აგ­რეთ­ვე, პოს­ტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­სა და ევ­რო­პა­ში. ეს ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნი­ა­ა, რო­მე­ლიც ირან­ში აშე­ნებს ბუ­შე­რის ატო­მურ სად­გურს და სხვა სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტებს. ასეთ კომ­პა­ნი­ას ვერ უხელ­მძღვა­ნე­ლებდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და კა-­გე-­ბეს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რად­გან ამ ტი­პის ლი­ცენ­ზია უბ­რა­ლო გა­რი­გე­ბით არ კეთ­დე­ბა. მე­ო­რე სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, რომ­ლის მე­სა­კუთ­რეც ბენ­დუ­ქი­ძე იყო და რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბას ქმნი­და, არის "უ­რალ­მაშ­-ი­ჟო­რა", ეს კომ­პა­ნია ას­რუ­ლებ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაკ­ვე­თებს და აწარ­მო­ებ­და სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კას - რა­კე­ტებს, ტან­კებ­სა და ნავ­თობ­პრო­დუქტს. ცნო­ბი­სათ­ვის: ტან­კე­ბი, რომ­ლე­ბიც 2008 წელს შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ კომ­პა­ნი­ა­ში იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე იყო პუ­ტი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი...

- შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოთ­ვა­ლოთ, კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­ას­ხვი­სა ბენ­დუ­ქი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ესე­ნი­ა: "მად­ნე­უ­ლი", "თბი­ლი­სის წყა­ლი", "თე­ლა­სი" და მას­თან მიბ­მუ­ლი ენერ­გო­სად­გუ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე "კვარ­ცი­ტი", "ფე­როშენადნობთა ქარხანა", "ა­ზო­ტი", "ყაზ­ტრან­სგა­ზი", "ელ­მა­ვალ­მშე­ნი", სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი და "რა­ო­ე­ე­სის­თვის" გა­და­ცე­მუ­ლი სად­გუ­რე­ბი. ბენ­დუ­ქი­ძემ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ყი­და ბა­თუ­მი­სა და ფო­თის პორ­ტე­ბი, ენ­გურ­ჰე­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 2008 წლის სექ­ტემ­ბერ­ში (აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ!), გას­ხვის­და ენ­გურ­ჰე­სი რუ­სულ კომ­პა­ნია "რა­ო­ე­ეს­ზე" - გა­ფორ­მდა სა­ი­დუმ­ლო მე­მო­რან­დუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­სა და "რა­ო­ე­ესს" შო­რის. ერ­თი თვეც არ იყო გა­სუ­ლი აგ­ვის­ტოს ომი­დან, ოკუ­პანტს უწო­დებ­დნენ რუ­სეთს, ომი გა­მო­უცხ­ა­დეს მას და, ამას­თა­ნა­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კუ­ლუ­ა­რუ­ლი ვაჭ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა აფ­ხა­ზეთ­ში და სწო­რედ მათ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ ჩა­შა­ლა ბენ­დუ­ქი­ძის გეგ­მა. ამ ყვე­ლა­ფერს ბენ­დუ­ქი­ძე ახორ­ცი­ე­ლებ­და გრი­გოლ ვა­შა­ძი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას მეშ­ვე­ო­ბით.

- თუ არ ვცდე­ბი, "ბი­ლა­ი­ნიც" ბენ­დუ­ქი­ძის ლო­ბი­რე­ბით შე­მო­ვი­და ჩვენს ბა­ზარ­ზე.

- "ბი­ლა­ი­ნის" 60 პრო­ცენ­ტი რუ­სე­ბი­სა­ა, 40 პრო­ცენ­ტი - ქარ­თვე­ლე­ბის. დი­ახ, ეს კომ­პა­ნია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ბენ­დუ­ქი­ძემ შე­მო­იყ­ვა­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დი­დი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჩვენს ბა­ზარ­ზე­ა, ბენ­დუ­ქი­ძის ლო­ბი­რე­ბით არის შე­მო­სუ­ლი. ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რი­ა, თუ ეს ჯან­მრთე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ა, მაგ­რამ ბენ­დუ­ქი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებს ჩა­ლის ფა­სად ჰყიდ­და და უზარ­მა­ზარ მო­გე­ბას იღებ­და. ბენ­დუ­ქი­ძის ბო­ლო ინ­ტე­რე­სი იყო გაზ­სა­დე­ნისა და რკი­ნიგ­ზის გას­ხვი­სე­ბა, მაგ­რამ ეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­მა ამე­რი­კელ­მა პარ­ტნი­ო­რებ­მა არ და­უშ­ვეს. მათ 2005 წელს გა­მოყ­ვეს თან­ხა და მოხ­და გაზ­სა­დე­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იმ პი­რო­ბით, რომ მის გას­ხვი­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი არ იქ­ნე­ბო­და 2011 წლის ბო­ლომ­დე მა­ინც. თუმ­ცა იმა­ვე წლის მი­წუ­რულს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ ფიქ­რობ­და გაზ­სა­დე­ნის გას­ხვი­სე­ბას, მაგ­რამ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა და ვე­ღარ გა­ბე­დეს.

ბენ­დუ­ქი­ძე არის ავან­ტი­უ­რის­ტი, რო­მე­ლიც გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით, მზად იყო, გა­ე­ყი­და მთე­ლი ქვე­ყა­ნა. მი­სი, ისე­ვე რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა არის ბლე­ფი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში და­ი­ჯე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე, მსოფ­ლი­ოს დიდ­მა ნა­წილ­მაც.

- ამას წი­ნათ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, ბენ­დუ­ქი­ძის მი­ნის­ტრო­ბი­სას ტო­ტა­ლუ­რად ნად­გურ­დე­ბო­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ნე­ტავ ვის უზ­რდის კად­რებ­სო...

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას - "ერ­თმი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას" - ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ბენ­დუ­ქი­ძემ გა­უ­წია და თა­ვი­სი ე.წ. ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სი გაგ­ვაც­ნო: ბიზ­ნეს­ში ასე­თი ჩა­რე­ვა არ არის სა­ჭი­რო და ხალ­ხი თა­ვი­სით და­იწყ­ებს მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სო. ბენ­დუ­ქი­ძეს ხომ არ ანაღ­ვლებს ხალ­ხის გა­ჭირ­ვე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არა უბ­რა­ლო ხალ­ხის­თვის, არა­მედ ისევ ელი­ტა­სა და მის სა­მე­გობ­რო­ზე იყო გათ­ვლი­ლი. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რი კომ­პლექ­სია თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბით, ჩა­ლის ფა­სად ჩა­იგ­დო ხელ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, ისე­ვე რო­გორც მი­შას დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შე­ის­ყი­და უმ­ნიშ­ვნე­ლო თან­ხად ლა­მის მთე­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რა­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი არის, მაგ­რამ კად­რე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი მფლო­ბე­ლის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­სა და მიზ­ნებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და ბენ­დუ­ქი­ძის­თვის იდე­ო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნა­ა. ბენ­დუ­ქი­ძის მი­ზა­ნია თა­ვი­სი ჯგუ­ფის გა­დარ­ჩე­ნა და ისევ პო­ლი­ტი­კურ ავან­გარ­დში გაყ­ვა­ნა.

ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის (მათ­გან ბევ­რი დამ­ნა­შა­ვე­ა) თავ­შე­სა­ფა­რი­ა, სა­დაც ისი­ნი ახერ­ხე­ბენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ბენ­დუ­ქი­ძის უშუ­ა­ლო კუ­რა­ტო­რო­ბით შე­იქ­მნა ე.წ. ლი­ბერ­ტარია­ნუ­ლი სკო­ლა, და­ფი­ნან­სდა ჟურ­ნა­ლი "ტა­ბუ­ლა", ტე­ლე­ვი­ზია "ტა­ბუ­ლა", ახა­ლი ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მა­თი მი­ზა­ნია ქვეყ­ნის გარ­ყვნა-­გა­ნად­გუ­რე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ამ ცხრაწ­ლი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის იდე­ო­ლო­გე­ბი. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ისე­თი­ვე მე­თო­დით იმუ­შა­ონ და აწარ­მო­ონ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო და ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კამ­პა­ნი­ა, რო­გო­რი­თაც თა­ვის დრო­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბო­კე­რი­ა-­რა­მიშ­ვი­ლის "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი". ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში გა­ი­ა­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 მი­ლი­არ­დმა, ისი­ნი ძარ­ცვავ­დნენ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს. ეს თან­ხე­ბი აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე, თუმ­ცა, ად­რე თუ გვი­ან, მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა. მათ ეს თან­ხე­ბი ჯერ ისევ ხელთ აქვთ და არა­ფერს და­ზო­გა­ვენ იმი­სათ­ვის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნონ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ და­უშ­ვებს.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: კახა ბენდუქიძე: "გიორგი, შედი ბუტკაში"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები