ვა­ნო რუს­თა­ველ­ზე, ანუ დაბ­რუ­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას?!

ვა­ნო რუს­თა­ველ­ზე, ანუ დაბ­რუ­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას?!

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რომ იტყ­ვი­ან, ტყა­ვი­დან ძვრე­ბა იმი­სათ­ვის, რომ 19 აპ­რილს და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ხალ­ხი მი­იყ­ვა­ნოს (სწო­რედ რომ მი­იყ­ვა­ნოს, რად­გა­ნაც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წამ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გორც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მცი­რე­ა). ტე­ლე­სივ­რცე და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნალ­თა" ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბით, რომ­ლი­თაც ხალხს აქ­ცი­ა­ზე ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. ეწყ­ო­ბა ფლეშ­-მო­ბის აქ­ცი­ე­ბი, დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­დი­ან აქამ­დე უც­ნო­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბი, ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ლა­მის მკერ­დში მჯი­ღის ცე­მით იქად­ნე­ბი­ან, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ლენ აქ­ცი­ა­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში კი 19 აპ­რილს ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სათ­ვის ნამ­დვი­ლი აღებ­მი­ცე­მო­ბის კამ­პა­ნიაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის გა­სა­შუ­ქებ­ლად უცხ­ო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტთა უზარ­მა­ზა­რი ჯგუ­ფი ჩა­მოჰ­ყავს. გაჩ­ნდა ეჭ­ვი, ხომ არ არის ეს იმი­თაც გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს პრო­ვო­კა­ცია აქვთ და­გეგ­მი­ლი და სურთ ეს ყო­ვე­ლი­ვე ფარ­თოდ გა­შუქ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ისე, რო­გორც ეს მოხ­და 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის წინ?! რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ამ­გვა­რი მას­შტა­ბუ­რი სამ­ზა­დი­სი, თუნ­დაც მხო­ლოდ ტე­ლე­რეკ­ლა­მა, დიდ ფი­ნან­სებს მო­ითხ­ოვს და ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კითხ­ვა: სა­ი­დან აქვთ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" სა­ა­მი­სო ფუ­ლი?! წე­სით, ამით აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს, რო­მელ­საც კვლა­ვაც ბევ­რის­თვის ავად­მო­სა­გო­ნა­რი ნა­თია მო­გე­ლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ალ­ბათ, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დარ­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცი­ას რომ ამ­გვა­რი მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია და­ე­გეგ­მა, მის ლი­დე­რებს და რი­გი­თ წევ­რებს არა­ერ­თგზის მო­უ­წევ­დათ მო­გე­ლა­ძის კა­ბი­ნეტ­ში და­კითხ­ვა­ზე მის­ვლა და გა­შიშ­ვლე­ბა, რო­გორც ეს 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხდე­ბო­და.

რო­დე­საც კითხ­უ­ლო­ბენ, თუ რა შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა­ში 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ერ­თ-ერ­თი პა­სუ­ხი ის გახ­ლავთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რად დამ­ყარ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პლუ­რა­ლიზ­მი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ იმოქ­მე­დონ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, არც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" აქვთ იმის ში­ში, რომ მათ აქ­ტი­ვის­ტებს დღი­სით თუ ღა­მით ნიღ­ბი­ა­ნი თუ უნიღ­ბო "ზონ­დე­რე­ბი" სცე­მენ, ხო­ლო სო­ფელ­-­სო­ფელ მა­ვალ მათ ემის­რებს ქვებს და­უ­შე­ნენ გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. სწო­რედ ეს არ აძ­ლევთ ხელს "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", რად­გა­ნაც ამ შემ­თხვე­ვა­ში ბა­თილ­დე­ბა მა­თი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კო­ზი­რი - დევ­ნილ "პრო­და­სავ­ლურ" ძა­ლად წარ­მო­ჩე­ნა. ამი­ტო­მაც ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ექ­სპერ­ტთა ნა­წილ­ში არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო ეჭ­ვი, რომ 19 აპ­რილს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბი­ან და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას, თუ­კი ამი­სათ­ვის ხელ­საყ­რელ კო­ნი­უნ­ქტუ­რას იგ­რძნო­ბენ. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს? უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, "ნა­ცი­ო­ნალ­თა" მმარ­თვე­ლო­ბის დროს უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, და­ჩაგ­რუ­ლი და გა­წა­მე­ბუ­ლი ხალ­ხი. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დი­ა. ამას მოწ­მობს თუნ­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­სუ­ლი 19.000 სა­ჩი­ვა­რი. შე­საძ­ლო­ა, ხალ­ხის ნა­წილ­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის გა­მო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სწო­რედ 19 აპ­რილს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ გა­მო­ხა­ტოს და ამის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც მი­ტინ­გზე მის­ვლას ვე­რა­ვინ ვე­რა­ვის აუკ­რძა­ლავს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მი­ერ "ევ­რო­პუ­ლი და და­სავ­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის" მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ის გა­მარ­თვა რუს­თა­ველ­ზე, სა­დაც მათ 7 ნო­ემ­ბრი­სა და 26 მა­ი­სის სის­ხლი­ა­ნი დარ­ბე­ვე­ბი მო­აწყ­ვეს, მკრე­ხე­ლო­ბის მწვერ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. მით უმე­ტეს იმ ფონ­ზე, რომ აქ­ცი­ის "წამ­ყვა­ნი", სა­ვა­რა­უ­დოდ, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ისე, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ხში­რად ბრუნ­დე­ბი­ან და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე.

ამ ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე, ცო­ტა არ იყოს, გა­უ­გე­ბა­რია რამ­დე­ნი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პო­ზი­ცი­ა, რომ­ლე­ბიც აპი­რე­ბენ შე­უ­ერ­თდნენ 19 აპ­რილს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის აქ­ცი­ას და ამას­თა­ნა­ვე აცხ­ა­დე­ბენ, რომ არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ უჭე­რენ მხარს და მხო­ლოდ "პრო­და­სავ­ლუ­რი" კურ­სის მხარ­და­სა­ჭე­რად მი­დი­ან. ხო­ლო თუ­კი მათ­თვის მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წარ­მო­ად­გენს პრო­და­სავ­ლურ ძა­ლას, მა­შინ პა­სუ­ხი უნ­და გას­ცენ კითხ­ვას: რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა ამ "პრო­და­სავ­ლურ­მა" ძა­ლამ 9 წლის მან­ძილ­ზე ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­თან რე­ა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბა?!

ისე, პო­ლი­ტი­კა რომ დრო­ე­ბით გვერ­დზე გა­დავ­დოთ, 19 აპ­რი­ლის აქ­ცია იმი­თაც არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ის, შე­საძ­ლო­ა, დი­დი ლუს­ტრა­ცი­ი­სა და, ამა­ვე დროს, დი­დი წყალ­გამ­ყო­ფის დღედ იქ­ცეს, რად­გა­ნაც აქ­ცი­ა­ზე მი­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც "პრო­და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ა" ისე­ვე ეს­მის, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ბუ­ნებ­რი­ვად გა­ე­მიჯ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ნარ­ჩენ ნა­წილს, რომ­ლის­თვი­საც "პრო­და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ა" და "ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი" ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მა­ზე გა­დის და არა მჭა­ხე ფრა­ზებ­ზე.

ზა­ზა შა­ნი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა