ზურაბ ადეიშვილი - მინდა ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა საქართველოში

ზურაბ ადეიშვილი - მინდა ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა საქართველოში

საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი დუმილს არღვევს და ”ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მზადაა, ისაუბროს იმ დანაშაულებებზე, რაც ყოფილი ხელისუფლების ორგანიზებით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში.

"მე, ზურაბ ადეიშვილი ვარ საქართველოდან გაქცეული და მინდა დღეს დავარღვიო დუმილი და ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში. დიახ, მე მინდა ზუსტად ყველაფერი ვთქვა იმის შესახებ, რაც ვიცი ციხის ამბების შესახებ. ამ საქმეში ვანო მერაბიშვილია დამნაშავე, რომელიც მეთაურობდა ყველა იმ საშინელებას, რაც ხდებოდა იმ დროს ციხეებში, ასევე ლაფანყურის ამბებიც მაგის ერთ-ერთი საგმირო საქმეა. მე მარტო ვანო მერაბიშვილს არ ვადანაშაულებ. იმ ამბებს, რაც ხდებოდა იმ დროს საქართველოში, ამ საქმეებს ძირითადად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით ასრულებდა ვანო მერაბიშვილი, ასევე ძმები ახალაიები მისი ქვეშევრდომები და შემსრულებლები იყვნენ და არაერთი ბოროტება აქვთ ჩადენილი. მე მზად ვარ ჩამოვიდე და სამართალდამცველების ყველა კითხვას ვუპასუხო.

მე არ გავურბივარ სამართალს და თუ დამნაშავე ვარ, მზად ვარ კანონის წინაშე წავრსდგე.

მე ასევე მაქვს ის დამამტკიცებელი საბუთები, სადაც სააკაშვილის ბრძანებით მოხდა 7 ნოემბერს მშვიდობიანი ხალხის დარბევა და ასევე მისივე ბრძანებით დაარბიეს 26 მაისს მშვიდობიანი მოქალაქეები, რის დროსაც რამდენიმე ადამიანი ცემით მოკლეს. ბევრი მაქვს სათქმელი ხალხისთვის.

მინდა ხალხს ბოდიში მოვუხადო იმის შესახებ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვდუმდი და არ ვლაპარაკობდი. დიახ, აი, ამიტომ ვარ მე დამნაშავე და არ მიკვირს, რომ ხალხს ჩემდამი ზიზღის გრძნობა აქვს", - წერს ადეიშვილი.

"ფეისბუქში" ზურაბ ადეიშვილის გვერდი, სადაც ეს განცხადება გამოქვეყნდა, დაახლოებით ერთი საათის წინ შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ დღეს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანების რამდენიმე ყალბი გვერდი დარეგისტრირდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა