"ნა­თია მო­გე­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კი არ წა­ვი­და, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ გა­და­იყ­ვა­ნეს"

"ნა­თია მო­გე­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კი არ წა­ვი­და, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ გა­და­იყ­ვა­ნეს"

"ის, რაც პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ ზღვა­ში წვე­თი­ა. ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მცდე­ლო­ბა, გა­ა­თეთ­რონ ის სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი, რაც ლე­ვან ბე­ჟაშ­ვილ­მა და ნა­თია მო­გე­ლა­ძემ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის სახ­სრე­ბის არა­კა­ნო­ნი­ე­რი გან­კარ­გვით ჩა­ი­დი­ნეს", - გა­ნაცხ­ა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­რე­ვი­ზიო ჯგუ­ფის ერ­თ-ერ­თმა წევ­რმა, აუ­დი­ტორ­მა ზუ­რაბ მე­ლა­ძემ.

- მე რო­გორც აუ­დი­ტო­რუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლი, ვმუ­შა­ობ­დი 10 წევ­რის­გან შემ­დგა­რი დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის მი­ერ შექ­მნილ 7-კა­ცი­ან მუ­შა-­ჯგუფ­ში, რო­მელ­საც უნ­და და­ე­წე­რა დას­კვნა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის 2012 წლის სა­ფი­ნან­სო­-ე­კო­ნო­მი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის, აუ­დი­ტის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი­სა და ში­და კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით. შე­მოწ­მე­ბა 4 თვეს - 2013 წლის 11 იან­ვრი­დან 21 მა­ი­სამ­დე გრძელ­დე­ბო­და და მხო­ლოდ 2012 წელს შე­ე­ხე­ბო­და. ვითხ­ოვ­დი, შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა წი­ნა წლე­ბიც, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა და კო­მი­სი­ამ შე­ის­წავ­ლა მხო­ლოდ 2012 წე­ლი, ლე­ვან ბე­ჟაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის 7-თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი (ბე­ჟაშ­ვი­ლი 2012 წლის ივ­ლი­სში გა­დად­გა) და ასე­ვე, ლა­შა თორ­დი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­ნარ­ჩე­ნი 5 - თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი. პი­რა­დად შე­ვა­მოწ­მე ყვე­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კითხ­ი: პრე­მი­რე­ბა, მივ­ლი­ნე­ბე­ბი, შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის აყ­ვა­ნა და მა­თი პრე­მი­რე­ბის სა­კითხ­ი. გეტყ­ვით იმას, რომ უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სსპი - აუ­დი­ტო­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი და უკა­ნო­ნოდ და­ი­ნიშ­ნენ მი­სი დი­რექ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი. მოკ­ლედ, ყვე­ლა საკ­ვან­ძო სა­კითხი შე­ვა­მოწ­მე და დავ­დე ამის შე­სა­ხებ დას­კვნა. კო­მი­სი­ა­ში ვი­ყა­ვით 7 წევ­რი, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად მხო­ლოდ ორ­მა ადა­მი­ან­მა, მე და ვა­ლე­რი აბ­რა­ლა­ვამ ვი­მუ­შა­ვეთ.

- და­ნარ­ჩე­ნი 5 წევ­რი რას აკე­თებ­და?

- მათ პრაქ­ტი­კუ­ლად არც უმუ­შა­ვი­ათ, რად­გან ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ და ლე­ვან ბე­ჟაშ­ვი­ლის და ნა­თია მო­გე­ლა­ძის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ხომ არ იმუ­შა­ვებ­დნენ? შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი. ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო და არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯვა თა­ნამ­შრო­მელ­თა პრე­მი­რე­ბა­ში, ქუ­თა­ის­ში კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის შე­ნო­ბე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. 142-გვერ­დი­ა­ნი შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა დავ­დე, სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ამ კი 160-გვერ­დი­ა­ნი, სა­დაც ჩე­მი დას­კვნი­და­ნაც რა­ღაც ნა­წი­ლი და­ი­დო. ჩე­მი აქ­ტი­დან მიჭ­რეს­-მოჭ­რეს, მი­კერ­-მო­კე­რეს და ამ აქ­ტის გაშ­ვე­ბაც და გა­სა­ჯა­რო­ე­ბაც კო­ჰა­ბი­ტა­ცი­უ­რად უნ­დათ.

- ვინ დაჭ­რა და "შე­კე­რა" შე­მოწ­მე­ბის აქ­ტი?

- აქ­ტის მჭრე­ლიც და მკე­რა­ვიც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი ნო­დარ ება­ნო­ი­ძე­ა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე და სა­ფი­ნან­სო-­სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ონოფ­რიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლეა პარ­ლა­მენ­ტში. კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და მი­სი მიჩ­ქმალ­ვა და მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა საქ­მის ღა­ლა­ტი­ა. მე ხომ იმის­თვის მი­მიწ­ვი­ეს ამ ჯგუფ­ში სა­მუ­შა­ოდ, რომ კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­მევ­ლი­ნა, თუ­კი დარ­ღვე­ვე­ბი უნ­და მიგ­ვეჩ­ქმა­ლა, მა­შინ რა აზ­რი ჰქონ­და დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სის შექ­მნას? მარ­ტო ნო­დარ ება­ნო­ი­ძე არ ცდი­ლობს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის წარ­მო­ჩე­ნას კო­ჰა­ბი­ტა­ცი­უ­რად და მის გა­თეთ­რე­ბას, ამა­ში მას კო­მი­სი­ის 4 ნა­ცი­ო­ნა­ლი წევ­რიც ეხ­მა­რე­ბა. სწო­რედ კო­მი­სი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლ წევ­რთა პო­ზი­ცი­ა­ა, და­ი­მა­ლოს და არ გახ­მა­ურ­დეს ის კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი, რაც აუ­დი­ტო­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­სას გა­მო­ვავ­ლი­ნე. ცდი­ლო­ბენ ლე­ვან ბე­ჟაშ­ვი­ლი­სა და ნა­თია მო­გე­ლა­ძის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი მიჩ­ქმა­ლონ. საქ­მე ის არის, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის 2012 წლის ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის­თვის შექ­მნი­ლი დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნო­დარ ება­ნო­ი­ძე და აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლა­შა თორ­დია ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შ­ვე­დეთ­ში, ვიდ­რე შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ დას­კვნა და­ი­წე­რე­ბო­და. მაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ იქ მოხ­და თორ­დი­ა­-ე­ბა­ნო­ი­ძის კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ კო­მი­სი­ის ერ­თ-ერ­თი წევ­რი შალ­ვა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ად­რე კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში მუ­შა­ობ­და, და­ვით ონოფ­რიშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით მოხ­ვდა კო­მი­სი­ა­ში და არ მომ­წონს მი­სი სა­ეჭ­ვო "კო­ჰა­ბი­ტა­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა". ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ რო­ცა მო­გე­ლა­ძის შე­სა­ხებ კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, შალ­ვა მექ­ვა­ბიშ­ვილს არ და­უ­მა­ლავს და კო­მი­სი­ის ერ­თ-ერთ შეკ­რე­ბა­ზე თქვა, მო­გე­ლა­ძის ქმა­რი და ჩე­მი შვი­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ა­ნო. ამის შემ­დეგ ის და ება­ნო­ი­ძე ნა­თია მო­გე­ლა­ძეს­თან შე­ვიდ­ნენ და უთხ­რეს, ეს დას­კვნა ზუ­რაბ მე­ლა­ძის და­წე­რი­ლია და ამა­ზე რას იტყ­ვი­თო. მის­გან გა­მო­სუ­ლებ­მა კი მითხ­რეს, ნა­თია მო­გე­ლა­ძემ ისე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი და­აძ­რო შე­ნი აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხო­დო... მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი კო­მი­სი­ის წევ­რებს მხრი­დან სწო­რი არ არის და დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ნა­თია მო­გე­ლა­ძის მი­ერ არის ჩა­დე­ნი­ლი ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებს კო­მი­სი­ის წევ­რების ლო­ი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

- მო­გე­ლა­ძეს კონ­კრე­ტუ­ლად რა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა აღ­მო­უ­ჩი­ნეთ?

- ნა­თია მო­გე­ლა­ძემ 34 ფი­ზი­კუ­რი პი­რი­დან 4 და­ა­ჯა­რი­მა ძა­ლი­ან დი­დი თან­ხე­ბით 150-160 ათა­სი ლა­რით, და­ნარ­ჩე­ნი 30 პი­რი - ასე­ვე სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბით. მის მი­ერ და­ჯა­რი­მე­ბულ ყვე­ლა პირს სა­სა­მარ­თლო აკის­რებ­და სწო­რედ იმ ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­დახ­დას, რა­საც ნა­თია მო­გე­ლა­ძე მი­უ­თი­თებ­და. ასე­ვე, აღ­მო­ვაჩ­ინე სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლე­ვან ბე­ჟაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. თა­მა­მად ვიტყ­ვი, რომ ლე­ვან ბე­ჟაშ­ვი­ლი არის თაღ­ლი­თი, რო­მელ­მაც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში შექ­მნა სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­უ­ვა­ლი ტყე, მე ლე­ვან ბე­ჟაშ­ვი­ლის და­გე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ხლარ­თე­ბი გავ­ხსე­ნი და მი­ვე­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წერ­ტი­ლამ­დე. მის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი­ა, რომ მე პი­რა­დად 25 შე­კითხ­ვა მაქვს მასთან. კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ, რა სა­ჭი­როა ასე დე­ტა­ლუ­რად და­წე­რა­ო, რად­გან ჭრა-­კერ­ვა­ში ეშ­ლე­ბო­დათ ხე­ლი და თან ლე­ვან ბე­ჟაშ­ვილ­სა და ნა­თია მო­გე­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მა­კომ­პრო­მეტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი არ სჭირ­დე­ბო­დათ. ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ გეტყ­ვით: აუ­დი­ტო­რის ხელ­ფა­სი კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1500 ლა­რი­ა. ლე­ვან ბე­ჟაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შტატ­გა­რე­შედ აიყ­ვა­ნა და და­უ­ნიშ­ნა ხელ­ფა­სი 4 ათა­სი ლა­რი. კერ­ძოდ, ვინ­მე ნა­ნა ღვა­ლა­ძეს და­უ­ნიშ­ნა 4 ათა­სი ლა­რი და ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ მის­ცა პრე­მია ისე, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას არ შე­უს­რუ­ლე­ბია სა­მუ­შაო - აუ­დი­ტო­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა. ეს იყო უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა. უშ­ტა­ტო აუ­დი­ტორს რომ ორ­ჯერ მე­ტი ხელ­ფა­სი ჰქონ­და, ვიდ­რე შტა­ტი­ანს, ეს იწ­ვევს ეჭვს. თა­ნაც, არც ერ­თი დო­კუ­მენ­ტი, თუ რა სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ე­წე­რა ამ ადა­მი­ა­ნებს ხელ­ფა­სი, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი თხოვ­ნი­სა, აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ა. ეს მოხ­და 2012 წლის ივ­ლის­ში, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე. პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის შემ­დეგ კი ლე­ვან ბე­ჟაშ­ვი­ლი გა­დად­გა და არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­ერ­თო. მსგავ­სი ფაქ­ტი გან­მე­ორ­და წლის ბო­ლოს, არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ. ანა­ლო­გი­უ­რი პრე­მი­ე­ბი გას­ცა ამა­ვე ადა­მი­ა­ნებ­ზე ლა­შა თორ­დი­ამ. ეს არის აშ­კა­რა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯვა. ყვე­ლა­ზე დი­დი დარ­ღვე­ვა ქუ­თა­ის­ში კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის შე­ნო­ბის რე­მონ­ტის­თვის გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი­ა. მოკ­ლედ, ქუ­თა­ის­ში კონ­ტრო­ლის პალა­ტის შე­ნო­ბის 1კვმ-ს გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად ბე­ჟაშ­ვილ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 2700 ლა­რამ­დე და­ხარ­ჯა. ლე­ვან ბე­ჟაშ­ვი­ლი და ნა­თია მო­გე­ლა­ძე ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ იმას, რომ ვინ­მემ მა­თი და­ნა­შა­უ­ლი და­ფა­როს.

- ნა­თია მო­გე­ლა­ძემ სულ ცო­ტა ხნის წინ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

- რას ამ­ბობთ? რა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, ად­გი­ლი რომ გამო­უც­ვა­ლეს, ეს არის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა? ერ­თი აუ­დი­ტი­დან მე­ო­რე­ში გა­და­იყ­ვა­ნა ლა­შა თორ­დი­ამ. ნა­თია მო­გე­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა სსპი აუ­დი­ტის ინ­სტი­ტუტ­ში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ. ეს ინ­სტი­ტუ­ტი ლე­ვან ბე­ჟაშ­ვილ­მა შექ­მნა, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ბა­ლან­სზე და ის კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი სუბ­სი­დი­ე­ბით სარ­გებ­ლობ­და. ამ სსპი-ს შექ­მნა კა­ნონ­დარ­ღვე­ვით მოხ­და. ერ­თი აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი არ­სე­ბობ­და და მე­ო­რის შექ­მნა რა სა­ჭი­რო იყო, რო­ცა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი თა­ვის ფუნ­ქცი­ას არ ას­რუ­ლებ­და?!

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა