მოსწავლე მეგის ქარდავას შინაგანაწესი - ”დღეში 4-ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით”

მოსწავლე მეგის ქარდავას შინაგანაწესი - ”დღეში 4-ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით”

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელზეც ყოფილი ხელისუფლების მიერ მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალებია აღბეჭდილი, გადაღებულია ხელნაწერი ფურცელი, წარწერით "მოსწავლე მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი". ხელნაწერი დოკუმენტი 1987 წლით თარიღდება და მასში სკოლის მოსწავლე მეგის ქარდავას დღის განრიგია აღწერილი:

"1. დღეში 4-ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით.

2. დილის 8 საათზე სკოლისთვის მომზადება.

3. სკოლაში გაკვეთილებზე ყურადღებით მოსმენა, შესვენების ნორმალურად გამოყენება ამხანაგებთან თამაშში მონაწილეობის გარეშე.

4. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ ფრთხილად სახლში წასვლა.

5. სკოლაში დაბრუნების შემდეგ 1 საათი შესვენება, მერე სხვადასხვა სათამაშოებით გართობა 1 საათს. ფეხბურთის თამაში ოთახში აკრძალულია, ამისთვის გამოიყენება ეზო".

კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს მოსწავლე მეგის ქრდავას შინაგანაწესს აღმოჩენილ საბრძოლო მასალასთან და მიუთითებს თუ არა ეს მეგის ქარდავას კავშირზე აღმოჩენილ სამალავთან, შსს-ში აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს გამოძიების მიმდინარეობაზე მოგვიანებით გაავრცელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში ფეთქებადი ნივთიერებები, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე, ადამიანების წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგი გამართა.

ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში.

გიორგობიანის განცხადებით, სამალავებში ასევე ნაპოვნი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი.

იხილეთ ვიდეო: რა იპოვა შსს-მ სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა