თენგიზ სიგუა - ვაშინგტონიდან ბიძინას თითს დაუქნევენ და მიშა ციხეს გადაურჩება

თენგიზ სიგუა - ვაშინგტონიდან ბიძინას თითს დაუქნევენ და მიშა ციხეს გადაურჩება

საქართველოს ორგზის ყოფილი პრემიერ მინისტრის, თენგიზ სიგუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ვერ დააკავებენ. ამის შესახებ სიგუამ გაზეთ "ქრონიკასთან" ისაუბრა. ყოფილი პრემიერის ვერსიით, პრეზიდენტს მფარველობას აშშ გაუწევს.

"ვატყობ, სააკაშვილსაც საციხედ გაუხდება საქმე, მაგრამ მე რას ვფიქრობ იცი? სააკაშვილი ყოველდღე აგინებდა შევარდნაძეს, მაგრამ მერე ამერიკელებმა უთხრეს, ხელი არ ახლოო და აცხოვრა მეფურ პირობებში. სახელმწიფო მანქანები ემსახურება, ჯანდაცვა უფასო აქვს და ასე შემდეგ. ესე იგი, კაცი გამოდიოდა, ამბობდა, დაღუპა ქვეყანაო და ამ დროს ჰყავს კარგად შეფუთული.

ბიძინა ივანიშვილსაც ეტყვიან ამერიკელები, ხელი არ ახლოო... სააკაშვილი ამერიკელების პროექტია და ვაშინგტონმა იცის ხოლმე ასეთი რაღაცეები. მაგალითად, მე ელცინმა პირდაპირ მითხრა, გორბაჩოვის დაპატიმრება მინდოდა, მაგრამ ვაშინგტონიდან თითი დამიქნიესო. ასე დაუქნევენ თითს ბიძინასაც", - განაცხადა თენგიზ სიგუამ.