რატი სამყურაშვილი: მანქანაში საინექციოდ გამზადებული შპრიცი აღმოგვიჩინეს

რატი სამყურაშვილი: მანქანაში საინექციოდ გამზადებული შპრიცი აღმოგვიჩინეს

ყოფილი დეპუტატის, რატი სამყურაშვილის ერთდღიანი დაკავების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის პოლიციამ სასტიკად სცემა და ძალადობის კვალი სახეზეც ეტყობოდა. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ საუბარში რატი აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. "გაირკვა სიმართლე და გამათავისუფლეს," -ამბობს ის.

სამყურაშვილი ოთხ მეგობართან ერთად 5 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

- მანქანით მოვდიოდით. ორმა საპატრულო პოლიციელმა შემოწმების მიზნით გაგვაჩერა. მანქანაში მსხდომთაგან ერთ-ერთს აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალება, საინექციოდ გამზადებული შპრიცი. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ შპრიცში მოთავსებული იყო 0, 00111 გრამი ჰეროინის შემცველობის სითხე. 260-ე მუხლით წაგვიყენეს ბრალი, ნარკოტიკული ნივთიერების მფლობელის დადგენის მიზნით ხუთივე დაგვაკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგვიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მე და სამი ადამიანი ვართ უდანაშაულო და გამოგვიშვეს. ავტომობილში ვიყავი მძღოლთან და სამ მეგობართან ერთად.

- ესე იგი, პოლიციას ძალა არ გამოუყენებია?

- გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემსა და საპატრულო პოლიციას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, მცდარია. ადგილზე იყო ასეთი ვითარებისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა, ხმაური, მაგრამ ყველაფერი მოხდა კანონის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ფაქტი ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ რა გაეწყობა?! როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს...

- რამდენ ხანში გამოგიშვეს?

- გამოძიებამ მალე დაადგინა მფლობელის ვინაობა, შპრიცის მფლობელმა თვითონ აღიარა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით, ამიტომაც 48 საათში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გაგვათავისუფლეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: "360 გრადუსი" - რატი იონათამიშვილი; პაატა ვეფხვაძე; ვატო სურგულაძე

"მთავრობამ, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო - ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა" - სააკაშვილი

"კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან ექიმები და პოლიციელები" - გიორგი გახარია