აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - "დიახ, მე ვარ VIP სტატუსის მქონე ადამიანი"

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - "დიახ, მე ვარ VIP სტატუსის მქონე ადამიანი"

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ უკვე მერამდენედ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება: რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა ბერიძის ფოტო, სადაც მას ქოლგამომარჯვებული დაცვის წევრი დიდი მოწიწებით მოჰყვება. ეს ფოტო საზოგადოებაში ფართო მსჯელობის საგანი გახდა, ინტერნეტსივრცე კი მისი ფოტოშოპ-ვერსიებით აჭრელდა.

ორი კვირის წინ "ამბები.გე" წერდა, რომ ხშირად ავთანდილ ბერიძე ბათუმის ბულვარში მანქანით დადის. გარდა ამისა, ინტერნეტით გავრცელდა ბათუმის ლეიბორისტული პარტიის წევრის, დავით რობაქიძის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ავთანდილ ბერიძის მანქანა, ბულვარში მანქანებისთვის აკრძალულ ტერიტორიაზე დგას. მოგვიანებით ავთანდილ ბერიძის პრეს-სპიკერმა, მარინა კუპრეიშვილმა ამ ფაქტის თაობაზე განაცხადა, რომ ავთანდილ ბერიძის დაცვის სამსახური არის VIP და ნებისმიერ ადგილას მისვლის უფლება აქვს.

ავთანდილ ბერიძემ ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით კომენტარი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა.

"მე ვარ ბათუმელი, როგორც ჩანს, თქვენ არ იცით ბათუმელების სულისკვეთება, აქ ქოლგა არის ცხოვრების ატრიბუტი, აქაური ადამიანი, როგორც წესი უქოლგოდ სახლიდან არ გადის, ასევეა ჩემთვისაც. ახლა, როცა მანქანით ვმგზავრობ თითქმის აღარ მიწევს ქოლგის გამოყენება, მაგრამ როცა მიდიხარ კონფერენციაზე, წვიმიანი ამინდია და მანქანა გაჩერდა 100 მეტრში, ამოლუმპული ხომ არ შეხვალ დასასწრებად?! ასეთ შემთხვევაში იძულებული ხარ ქოლგა დაიჭირო. რაც შეეხება იმას, მე მეჭირება ქოლგა თუ ჩემს თანმხლებ პირს, ისე იქნება, როგორც საჭიროება მოითხოვს, თუ ხელები დაკავებული მექნება, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჭერ. ბუნებრივი პროცესია, როდესაც ორი ადამიანი მოდის, ერთ-ერთს უკავია ქოლგა. იცით, ვერ ვხვდები რაა ამაში გასაკვირი, რომ თქვენზე ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა? მინდა ჟურნალისტებს გთხოვოთ რომ აქცენტი გააკეთოთ არა იმაზე თუ ვის უჭირავს ქოლგა, არამედ იმაზე, როგორ კანონს ვწერთ, ხომ არ ვარღვევთ ჩვენი ქცევით რაიმე კანონს და სხვა

რაც შეეხება ბულვარში ავტომობილით გამოჩენას, იქ არ იყო ჩემი მანქანა. იქ იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს მანქანა, რომელიც ემსახურება, საბჭოს თამჯდომარეს, ხოლო რისი უფლებები აქვს ამ მანქანას, ეს უნდა გადაამოწმოთ იმ სამსახურებში, რომლებიც ანხორციელებენ სპეციალურ სამთავრობო დაცვას. აჭარის ტერიტორიაზე სამი ადამიანი სარგებლობს სპეციალური სამთავრობო დაცვის მომსახურებით: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ყველა ეს ადამიანი ითვლება "VIP" პერსონად. ასე რომ, დიახ, მე ვარ ამ სტატუსის მქონე ადამიანი. აჭარაში ასეთი სამია, ხოლო თბილისში გაცილებით ბევრი, რომლებიც სარგებლობენ სპეციალური სამთავრობო დაცვის სამსახურით. მაშინ ის მანქან დააფისქირეს ლიანა ისაკაძის კონცერტზე, მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ლიანას არცერთი კონცერტი არ გამომიტოვებია, მხედავდა ყველა იქ მყოფი, დაახლოებით 500 ადამიანი და მათ კითხეთ, როგორ მივდიოდი ხოლმე იქ", - განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჟურნალისტებს ურჩევს, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციის გავრცელბის ნაცვლად უფრო სერიოზული საკითხებით დაკავდნენ.

იხილეთ ბმული

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა