ფოტოები სახლიდან, სადაც მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს

ფოტოები სახლიდან, სადაც მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდის #1 ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტები თავის სახლში მიიწვია.  სახლი, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობამდე ცხოვრობდა, ზანუკელის ქუჩაზე მდებარეობს. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციიდან იქ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გადასახლდება.

საცხოვრებელი ბინა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იცხოვრებს, უბრალო და მოკრძალებულია. იქ უკვე გადატანილია მისი ნივთები, რომელიც დიღმის რეზიდენციიდან წამოიღო. მათ შორის არის ვისკის საკმაოდ სოლიდური კოლექციაც, თუმცა ჟურნალისტებს მისი ახლო ხედით გადაღების საშუალება არ მისცეს.  სახლში ამ დროისათვის უწესრიგობაა.

"ამ ბინაში ვცხოვრობდით რევოლუციამდე, გადმოვიტანეთ ჩვენი ნივთები და ვიცხოვრებთ აქ. ჩემი პრეზიდენტობის თითქმის 10-წლიანი პერიოდის შედეგად ჩვენი ბინა თითქმის იგივეა, მხოლოდ ოდნავ შევარემონტეთ. მაგრამ საქართველო, რომელიც ამ ფანჯრებიდან ჩანს, არის ძალიან განსხვავებული. საბოლოო ჯამში ამით იზომება ყველა მმართველის საქმიანობა და არა იმით – რას ლაპარაკობდა, ან სხვა რა ხდებოდა. საქართველო შეუქცევადად შეიცვალა უკეთესობისკენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნინო წივწივაძე, "ამბები.ge"

ასევე იხილეთ: არჩევნების დღე სააკაშვილმა ანაკლიის სანაპიროზე ვარჯიშით დაიწყო

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა