ექსკლუზიური ფაქტები და ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ცხოვრებიდან

ექსკლუზიური ფაქტები და ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ცხოვრებიდან

ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა და მის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა.

34 წლის ექს-პრემიერი წარმოშობით დედოფლისწყაროდან გახლავთ. რაიონში სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტშიც.

ჰყავს მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და სამი შვილი. ირაკლისა და ნუნუკას სიყვარულის ამბავს, ირაკლის პრემიერად წარდგენის დროს, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა.

ირაკლისა და ნუნუკას ერთმანეთი მართლაც სკოლის ასაკიდან უყვარდათ, მათი სიყვარულის ისტორიას მთელი რაიონი მშვიდად ადევნებდა თვალს, რადგან, როგორც ამბობენ, მომავალი პრემიერი სერიოზული, მოწესრიგებული და საუკეთესო მოსწავლე გახლდათ. არასოდეს ჩხუბობდა და შესანიშნავად წერდა თავისუფალ თემებს. აფხაზეთზე დაწერილმა თემამ მისი ქართულის მასწავლებელი აატირა, თუმცა ქალბატონი ეთერი ირაკლისთვის მხოლოდ მასწავლებელი არ ყოფილა, შვიდი წლის განმავლობაში მათი კლასის დამრიგებელი გახლდათ.

როგორ იზრდებოდა ღარიბაშვილი მშობლიურ რაიონში, რით დაამახსოვრა თავი ქალაქს და მასწავლებლებს, ამ თემაზე ინტერვიუ ქალბატონ ეთერ ზურიკაშვილთან ჩავწერეთ.

ალბათ, ყველა მასწავლებელი აქებს თავის მოსწავლეს, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც წარმატებული მომღერალი, მსახიობი ან პოლიტიკოსი გახდება, მაგრამ ქალბატონი ეთერისთვის ირაკლი მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული მოსწავლე გახლდათ.

- უკვე ოცდახუთი წელია, რაც დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში ვასწავლი. ირაკლის კლასი, როგორც სადამრიგებლო, 1993 წელს ჩამაბარეს. შვიდი წლის განმავლობაში მათი დამრიგებელი ვიყავი და თან ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი.

- რით გამოარჩევდით ირაკლის სხვა მოსწავლეებისგან?

- ირაკლის კლასი მეხუთე კლასიდან ჩავიბარე და ის ყოველთვის მოწესრიგებული და სამართლიანი მოსწავლე გახლდათ. ძალიან კარგად სწავლობდა. შვიდი წლის განმავლობაში არ მახსოვს, ერთხელ მაინც ეთქვას, რომ გაკვეთილი არ იცოდა. უზომოდ ნაკითხი ბავშვი იყო. ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდა. დაურეკეთ, ყველა მასწავლებელი იმავეს გეტყვით.

- გაკვეთილზე შენიშვნა არასოდეს მიგიციათ?

- არა, შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ასეთი რამ არ მახსენდება. გამორჩეული მოსწავლე იყო. როგორც იცით, ბოლო კლასებში ბიჭები არ სწავლობენ, ყოყლოჩინობენ და იმ მოსწავლეებს დასცინიან, რომლებიც კარგად სწავლობენ. ირაკლისთვის ასეთი რამ არავის გაუბედავს. პირიქით, ირაკლი კლასელებისთვის მისაბაძი პიროვნება იყო. სკოლა ხუთებზე დაამთავრა. მეათე კლასში სწავლისას საქართველოში არსებულ მოსწავლეთა პარლამენტის წევრად აირჩიეს. რაიონის სკოლიდან ერთი ბავშვი უნდა შერჩეულიყო და დედოფლისწყაროდან ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი.

- გაკვეთილზე კითხვების დასმა თუ უყვარდა?

- ძალიან ბევრ კითხვას სვამდა, სანამ ბოლომდე არ გაერკვეოდა საკითხში. მეშვიდე კლასში სწავლისას ირაკლის კლასს თავისუფალი თემა დავაწერინე - "ვინ მინდა ვიყო მე". ირაკლიმ დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობაზე ოცნებობდა. ბავშვი იყო, მაგრამ ენებს ძალიან კარგად სწავლობდა, რუსულს, ინგლისურს. შესანიშნავად იცოდა ქართული. თქვენ რომ მისი ნაწერები ნახოთ, გაგიჟდებით, ჩაწიკწიკებული აქვს ყველა თემა.

- მშობლები თუ დაუბარებიათ სკოლაში?

- არა. ირაკლის უაღრესად განათლებული მშობლები ჰყავს. დედამ, მარინა ყორანაშვილმა, უდიდესი წვლილი შეიტანა შვილის სწავლა-განათლებაში. როდესაც სკოლაში მოდიოდა, ყველა მასწავლებელს და მათ შორის მეც მეუბნებოდა, რომ არაფერი გვეპატიებინა. მხოლოდ ცოდნას ითხოვდა და დედის ასეთმა მიდგომამ კარგად იმოქმედა ირაკლის ჩამოყალიბებაზე. ქალბატონი მარინა ბრწყინვალე დედა იყო და ყველა საკითხს გაგებით უდგებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: "მესალამურე" ირაკლი ღარიბაშვილი - ექს-პრემიერის უცნობი ფოტო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა