რა მისწერა ბარაკ ობამამ ბიძინა ივანიშვილს

რა მისწერა ბარაკ ობამამ ბიძინა ივანიშვილს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს წერილი გამოუგზავნა. "ძვირფასო, ბატონო ბიძინა! ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. ტოვებთ რა ამ თანამდებობას, მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა იმ როლისადმი, რომელიც თქვენ შეასრულეთ საქართველოს დემოკრატიის მდგრად განვითარებასა და აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.

თქვენმა მიღწევებმა პრემიერ-მინისტრის რანგში, ასევე წარმატებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ, გააძლიერა საქართველო. მსურს, მადლობა მოგახსენოთ ავღანეთში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისათვის საქართველოს მიერ გაწეული დახმარების გამო. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წვლილსა და გაღებულ მსხვერპლს.

იმედის თვალით შევყურებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან თანამშრომლობას. ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს ყველა წამოწყებაში",-ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა