რა ქონების პატრონია ქვეყნის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

რა ქონების პატრონია ქვეყნის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ზუსტად ერთი წლის წინ შეავსო.

31 წლის პრემიერის დეკლარაცია ასე გამოიყურება - ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში სამ ბინას ფლობს. სამივე ბინა პრესტიჟულ უბანშია, მათგან ორი - მოსეშვილის ქუჩაზე. ერთის ფართი 170 კვ.მ.-ია და მეორესი კი - 159 კვ.მ. მესამე ბინა პრემიერს გაგარინის ქუჩაზე აქვს და ის 121 კვ.მ. ფართისაა.

დეკლარაციის მიხედვით, 2012 წლის ბოლოს ღარიბაშვილის საკუთრებაში იყო ორი ავტომობილი - 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz, და 2007 წელს გამოშვებული Toyota Corolla.

დეკლარაციის მიხედვით, არც ღარიბაშვილი და არც მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ.

რაც შეეხება ნაღდ ფულს, იმ დროისათვის ღარიბაშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით 20 000 ლარი ჰქონდა.

ამ დროისათვის უცნობია, თუ რა ანაზღაურება მიიღო ღარიბაშვილმა შს მინისტრობის პერიოდში. დეკლარაციის მიხედვით, ცნობილია მხოლოდ 2011 წლის განმავლობაში გამომუშავებული თანხის ოდენობა. ღარიბაშვილმა, როგორც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ ამ პერიოდში 75 000 ლარი მიიღო, ასევე 75 000 ლარი მიიღო მან, როგორც შპს "ქართული ოცნების" დირექტორმა.

აღნიშნულ პერიოდში ღარიბაშვილს ან მისი ოჯახის წევრებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღიათ.

ამასთან, პრემიერის ოჯახში, რომელიც მეუღლის ნუნუ თამაზაშვილისა და ორი შვილის - ნიკოლოზ და ანდრია ღარიბაშვილებისგან შედგება, ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც შემოსავალი აქვს.

ნუცა ახალკაცი

ასევე დაგაინტერესებთ:

ივანიშვილის დეკლარირებული ქონება: ნაღდი ფული,

უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა