გოკა გაბაშვილის პირველი კომენტარი ჯაჭვლიანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

გოკა გაბაშვილის პირველი კომენტარი ჯაჭვლიანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

ამის შესახებ სხდომაზე განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა და ბოიკოტის მიზეზად სოსო ჯაჭვლიანის მიერ გიორგი ბარამიძის მისამართით გაკეთებული განცხადება დაასახელა.

"დღეს სასაუბრო იყო თვითმმართველობის კოდექსზე, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობამ არჩია პარლამენტის დარბაზში სულ სხვა ვითარების შექმნა. ამ ვითარებაში სერიოზულ მსჯელობასა და კამათს, პროფესიულს, ნორმალურს, კოლეგიალურს ვერ მოვახერხებთ, ამიტომ დღეს ჩვენ დავტოვებთ სხდომას – უმცირესობა დატოვებს სხდომას", - განაცხადა გაბაშვილმა.

ამასთან, მან დავით უსუფაშვილს მომხდარი ინციდენტის შეფასება სთხოვა.

"მოგმართავთ, შეფასება მისცეთ ამ ინციდენტს, ამ პროვოკაციას, რომელიც მოხდა, მით უმეტეს, რომ ის შეიცავდა საშიშ მომენტს – კუთხური შუღლის გაღრმავებისა. სანამ უმრავლესობის მხრიდან არ მოვისმენთ ამ ფაქტის შეფასებას, მანამდე უმცირესობა სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს", - აღნიშნა გაბაშვილმა.

იხილეთ: "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში (+ვიდეო)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა