აქვს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება?

აქვს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება?

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ითხოვს, მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საშუალო სკოლის დამთავრების, უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტები გამოაქვეყნოს. ხატიაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად ფარცხალაძემ ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 19 წლის ასაკში დაამთავრა.

"პროკურატურის ვებგვერზე წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას. ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მას ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 1995 წელს ე.ი 19 წლის ასაკში დაუმთავრებია. გამაოცა აღნიშნულმა ინფორმაციამ. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში. ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია მთავარი პროკურორის შესახებ, მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, წამოადგინოს საშუალო სკოლის დამთავრებისა და უნივერსიტეტში შესვლის და დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტები. არ შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები მთავარი პროკურორის განათლებასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ხატიაშვილი.

მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე დაიბადა 1976 წელს, 1995 წელს დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. 2013 წლის მაისის თვიდან დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად, ამავე სამსახურში მას ჰქონდა წარმატებული კარიერა 2008 წლიდან 2013 წლამდე. ეფექტური საქმიანობის გამო ის არაერთხელ დააწინაურეს და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2008 წლამდე ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. წარმატებული კარიერის გარდა, ოთარ ფარცხალაძე წლების მანძილზე პროფესიულ განათლებასაც იღებდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, ძირითადად სტრატეგიული მენეჯმენტის, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის და ფინანსური დანაშაულის გამოძიების კუთხით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თემურ დოლიძის განმარტებით, მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება აქვს, შესაბამისად დიპლომიც, რომელსაც უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა