ავთანდილ ბერიძის ავტომანქანების რემონტისა თუ რეცხვის ხარჯები

ავთანდილ ბერიძის ავტომანქანების რემონტისა თუ რეცხვის ხარჯები

საქართველოს ანტიკორუფციული პალატის - საქართველოს მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონიერების დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ავტომანქანების შეკეთებაზე, 2013 წლის განმავლობაში 13 121 ლარი დაიხარჯა.

ავთანდილ ბერიძეს ორი ავტომანქანა ემსახურება და მათი რეცხვისათვის მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1957 ლარი დაიხარჯა. განსაკუთრებით დიდი ხარჯი ბერიძეს ავტომანქანების რემონტისთვის ივლისში 2300 ლარი, ხოლო მეორე მანქანისათვის ყველაზე მეტი თანხა 1331 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტს მაისში გაუღია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებაში არსებული სახელმწიფო ავტომანქანებიდან ერთ-ერთი 2010 წელს, ხოლო მეორე 2008 წელს არის გამოშვებული. უმაღლეს საბჭოს, ავთანდილ ბერიძის მომსახურებაში მყოფი მანქანებისა, კიდევ 16 მსუბუქი ავტომანქანა და ერთიც მიკრო ავტობუსი აქვს. უმაღლესი საბჭოს ეს ავტომანქანები ან 2010 წელშია გამოშვებული ან 2012 წელში.

იხილეთ ასევე: ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს

ავთომობილი და ავთოფარეხი - როგორ ამკობენ "VIP" ავთო ბერიძეს სოციალურ ქსელში

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა