სოზარ სუბარმა 2013-ში 190 000 დოლარიანი ბინა შეიძინა - სუბარის და მისი მეუღლის შემოსავლები და უძრავი ქონება

სოზარ სუბარმა 2013-ში 190 000 დოლარიანი ბინა შეიძინა - სუბარის და მისი მეუღლის შემოსავლები და უძრავი ქონება

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე საქართველოს მთავრობის წევრების 2013 წლის დეკლარაციები გამოქვეყნდა. მინისტრების დიდ ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია ამ დრომდე არ აქვს შევსებული. არსებული მონაცემებიდან საინტერესოა სოზარ სუბარის ქონებრივი დეკლარაცია.

2013 წელს სასჯელაღსრულების მინისტრმა სულხან ცინცაძის #49-ში ბინა შეიძინა, რომლის ღირებულება 190 000 აშშ დოლარია. ბინის შესაძენად, მინისტრმა, ბანკ ქართუში 140 000 აშშ დოლარი სესხი აიღო.

ამასთან, სოზარ სუბარმა გადაიხადა 12 468 დოლარი შენატანი ისანში მშენებარე ბინაში, რომელსაც მენეჯმენტ-კომპანია შპს "დელუქსი" აშენებს.

ასევე 2013 წლის მინისტრის დეკლარაციაში ფიქსირდება ბინის გაჩუქების ფაქტიც.  სოზარ სუბარმა ბოგდან ხმელნიცკის 6 ნომერში მდებარე, 25 000 აშშ დოლარად შეფასებული ბინა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრს აჩუქა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალიც, სოზარ სუბარის მეუღლეს გასული  წლის დეკლარაციის მიხედვით, მინისტრ მეუღლეზე მაღალი შემოსავალი აქვს. თამარ ყუბანეიშვილის წლიური შემოსავალი, რომელიც ააიპ "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში" მედია პროექტების მენეჯერის თანამდებობას იკავებს, 19138.90 ლარია. რაც შეეხება სასჯელაღსრულების მინისტრის შემოსავალს, დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის

ჩათვლით მიღებული შემოსავალი 11389.00 ლარს შეადგენს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა