კახი კალაძის ძვირადღირებული მანქანები და უძრავი ქონება საქართველოში და კიევში

კახი კალაძის ძვირადღირებული მანქანები და უძრავი ქონება საქართველოში და კიევში

"ლექსუსი", "როლს როისი", "ბენტლი", "ფერარი", ოთხი სხვადასხვა სერიის "მერსედეს ბენცი" და "ჰარლი დევიდსონის" მოტოსატრანსპორტო საშუალება – ასე გამოიყურება ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის პირადი ავტოპარკი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კალაძის მფლობელობაშია ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის 6 ფერწერული ნამუშევარიც.

ენერგეტიკის მინისტრის საკუთრებაში 7 საცხოვრებელი სახლი, 7 მიწის ნაკვეთი, 1 ავტოფარეხი და 3 არასაცხოვრებელი ფართია.

საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები მდებარეობს როგორც საქართველოში, ისე უკრაინის დედაქალაქში. კიევში კახი კალაძე 2 ბინას და ერთ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.

რაც შეეხება მინისტრის სამეწარმეო საქმიანობას, 14.07.2007-დან კახი კალაძე არის "კალა კაპიტალ ლიმიტედის", "იუკას", "ნესტ გრუპის", შპს "კოლხეთის" პარტნიორი.

"იუკა"-დან წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მიღებული შემოსავალი 335 ათასი ევროა, ხოლო "ნესტ გრუპიდან" კახი კალაძემ 150 ათასი ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო.

გარდა ამისა, გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრმა ავტომანქანაც გაყიდა, რომლისგანაც შემოსავლის სახით 68 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო ქველმოქმედებაში (საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) 7884.05 ლარი დახარჯა.

ნინო წივწივაძე, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

- ივანიშვილის წილი Google-ში, Apple-ში და Volkswagen-ში - ექსპრემიერის შემოსავლები, გასავლები და აქციები

- რა ქონებას ფლობს ბერა ივანიშვილი - ყველაზე მდიდარი ქართველი ახალგაზრდის დეკლარირებული ქონება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა