ვინ იყო გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში

ვინ იყო გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვებ-გვერდი, ადმინისტრაციის ცნობით, ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა მასზე უკვე დევს ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფია, რომელშიც რამდენიმე საინტერესო დეტალი წერია. ეს დეტალები რეგიონული გამოცემა "გურია ნიუსის" ყურადღების ცენტრში მოექცა.

განსაკუთრებით თვალშისაცემი "მისი აღმატებულება გიორგი მარგველაშვილის" კარიერული გზის ნაწილია, სადაც ვკითხულობთ: "მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის იყო მთავრობის ღია კრიტიკოსი და აფასებდა მას კორუმპირებულ და ავტორიტარულ ხელისუფლებად".

ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, პრეზიდენტის განათლების, კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ, საზოგადოების ფართო მასებისთვის ისედაც კარგად ცნობილია.

მარგველაშვილი პოლიტიკაში 2003 წელს ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩაერთო, როდესაც ის შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. ხოლო მომდევნო ათი წელი მთავრობის ღია კრიტიკოსი იყო. "ინარჩუნებდა რა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, გიორგი მარგველაშვილი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია "ქართული ოცნების" კამპანიისას", - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

მთელი ცხოვრების მანძილზე ალპინიზმით დაინტერესებული მარგველაშვილი, ადრეულ 90-იანებში მუშაობდა, როგორც მთამსვლელთა გიდი სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიისთვის. ამასთან, 2000 წლიდან მომდევნო 12 წელი, 2012 წლის ჩათვლით, ის მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

გარდა ამისა, ახლად გაპრეზიდენტებული ფილოსოფოსის პირადი ცხოვრებაც აქტუალური თემაა. ოფიციალური ინფორმაციით, 44 წლის პრეზიდენტს ჰყავს მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა, რომელიც მხატვარი და მსახიობია. 20 წლის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს დუშეთის სახლში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა