თემურ ჭყონია: "ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად"

თემურ ჭყონია: "ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად"

"აფხაზეთი ჩვენია!" - ამ ლოზუნგით გამოხატა თბილისის მოსახლეობამ პროტესტი აფხაზეთში "მაკდონალდსის" ბრენდის შეტანის წინააღმდეგ. საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა ცენტრალური კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ანონსს, რომელიც იუწყებოდა, რომ "მაკდონალდსის" ქსელი აფხაზეთშიც მალე გაჩნდებოდა. ვინ იყო აფხაზეთში მსოფლიო ბრენდის შეტანის ინიციატორი და, რა სტატუსით უნდა მომხდარიყო საქართველოს ამ მიწაზე კომპანიის მუშაობა, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" საქართველოში "მაკდონალდსის" "ფრენჩაიზის" მფლობელი თემურ ჭყონია ესაუბრა:

- "მაკდონალდსის" საიტზე აფხაზეთის თემის გამოჩენამ მართლაც დიდი ხმაური გამოიწვია. ვესაუბრე კომპანიის იურისტებს და მითხრეს, რომ ეს საიტის მენეჯერის შეცდომა იყო. მერწმუნეთ, მათ არც უფიქრიათ აფხაზეთში რესტორნების გახსნა. ამ საკითხს პოლიტიკური ფაქტორი არ ახლავს.

- საიტზე მსგავსი ანონსის გამოქვეყნება ისე გაიგეს, თითქოს "მაკდონალდსი" არღვევდა მსოფლიოს მიერ აღიარებულ ეკონომიკურ რუკას, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია.

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ საიტზე იმ ჩანაწერის გაჩენა ეკონომიკური რუკის დარღვევას არ ემსახურებოდა. იქ არავინ ფიქრობს აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად განხილვას. დიახ, გვაქვს ხელშეკრულება, სადაც აფხაზეთი, ბუნებრივია, საქართველოს შემადგენლობაში შედის. სწორედ ამ ეკონომიკური რუკის გათვალისწინებით მოხდა ჩანაწერის გაუქმებაც. დამიჯერეთ, იურიდიულ დოკუმენტს ასეთი გიგანტი კომპანიები არაფრის ფასად არ არღვევენ.

- მაშინ ერთი ვერსია გვრჩება - აფხაზეთში შესვლის იდეა თქვენ მიაწოდეთ კომპანიას. თუკი ასეა, თამამი გადაწყვეტილება მიგიღიათ, არგუმენტებიც მზად უნდა გქონოდათ ამისთვის.

- ცენტრში ჩემს მოთხოვნას ანგარიშს უწევენ და გვეკითხებიან, სად შეიძლება იყოს სარფიანი ახალი რესტორნის მშენებლობაო. ჩვენ ერთად ვსწავლობთ ადგილმდებარეობას და ყველა დეტალს ვითვალისწინებთ. საკითხს საქართველოს ერთიან რუკაზე განვიხილავთ. აფხაზეთში რომ რესტორნები არ გვაქვს, ამ რუკაზე ნათლად ჩანს. ამიტომ კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა იქ რესტორნის აშენებაო. შესაძლებელია, ოღონდ მაშინ, როდესაც იურიდიულად და ეკონომიკურად ჩამოვყალიბდებით-მეთქი. სწორედ ეს გახდა შეცდომის მიზეზი...

- გამოდის, ამ გეგმის ერთგვარი ინიციატორი მაინც თქვენ ყოფილხართ. რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესის დაწყება კონფლიქტის ზონაში?

- ყველას უნდა რაღაც გააკეთოს აფხაზეთში. თუმცა არასტაბილური მდგომარეობის გამო იქ ბიზნესის დაწყებას ბევრი ერიდება. გარდა ამისა, არ არის საბანკო სისტემა სრულად ჩამოყალიბებული. 20 წელია, კონფლიქტი გვაქვს და ამ ხნის განმავლობაში ეკონომიკის კუთხით ამ ტერიტორიაზე არაფერი გაგვიკეთებია. რუსეთი პირიქით, ცდილობს, არასარისკო ინვესტიციებით შევიდეს აფხაზეთში და ადგილი დაიმკვიდროს. ამ ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ბიზნესის წარმოება, რომელიც მეც მაინტერესებს. ვცდილობ, მოვამზადო ნიადაგი აფხაზეთში ადგილის დასამკვიდრებლად.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა