"ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია" - ვანო მერაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ კადრებზე

"ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია" - ვანო მერაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ კადრებზე

ვანო მერაბიშვილის პროცესი ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარეობს, სადაც მან პროცესის დაწყების წინ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი გააკეთა.

"ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი. მე ვიძლეოდი მათი პოვნის ბრძანებას. სწორედ მაშინ ვთქვი, მომიძებნეთ ის ორი გვამი. მაშინ 15 ადამიანი დააკავეს. ამ ამბის მიბმა ხელოვნურია სამი კვირის შემდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ოთანაძის დაკავებასთან", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

დღესვე მერაბიშვილმა პროკურატურას მოუწოდა მიუკერძოებლად და ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული ამბავი.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: უგულავა ვერ იხსენებს, როგორ აღმოჩნდა მუხროვანის ბაზაზე და როგორ ხსნის მერაბიშვილის ფრაზას "ორ გვამზე"

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა