საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ილია ათანასოვმა 65 მლნ ლარით გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი შეიტანა, რასაც საკრებულოს უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. კომისიის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.

წარდგენილი პროექტის თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტი 580 მლნ ლარი იქნება. ბიუჯეტის გაზრდა არაფინანსური აქტივობების ხარჯზე ხდება, რამაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გააღიზიანა.

მისი ინფორმაციით, 2011 წლის დასაწყისში 15 მლნ ლარის ოდენობის არაფინანსური აქტივობები იყო დაგეგმილი, თუმცა წლის ბოლოსთვის 20 მილიონით გაიზარდა. 2012 წელს კი, შიხიაშვილის ცნობით, დაგეგმილი იყო 22 მლნ და წელი დედაქალაქმა 32 მილიონით დაასრულა.

2013 წელს კი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, არაფინანსურმა აქტივობებმა წლის დასაწყისში დაგეგმილი 10 მილიონის ნაცვლად, 35 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს მერიის მიერ საკრებულოში პირველად შეტანილი ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი იყო 15 მლნ ლარი, 10 დეკემბერს წარდგენილი ბიუჯეტით - 35 მლნ ლარი, დღეს კი ეს ციფრი 100 მლნ ლარს შეადგენს.

შიხიაშვილის განმარტებით, არაფინანსური აქტივობები ნიშნავს, რომ მერიამ აღნიშნული თანხა გარკვეული შენობების გაყიდვით უნდა მიიღოს.

"თუ ეს ვერ მოხდა, არჩევნების წელს ბიუჯეტი ჩავარდება და "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნებისკენ" გაიშვერს ხელს, რომ იგი უუნაროა", - განაცხადა შიხიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა