საზარელი ყაჩაღობა კრწანისში - შსს მომხდარს ადასტურებს

საზარელი ყაჩაღობა კრწანისში - შსს მომხდარს ადასტურებს

კრწანისის 3 ნომერში საზარელი ყაჩაღობა მოხდა, ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, დავით საყვარელიძემ გაავრცელა. ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა.

შსს-ს ცნობით, თბილისში, კრწანისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ამავე ოჯახში მსგავსი შემთხვევა 2010 წელსაც მოხდა. ოჯახის განმეორებით დაყაჩაღებას კი გუშინ შეეცადნენ.

შეგახსენებთ, რომ მომხდარის შესახებ დავით საყვარელიძემ Facebook-ზე დაწერა.

"ბავშვი დაუბიათ და დედას ბალიშით გუდავდნენ! მთელი სხეული დაუსერეს გოგოს! ქალს რომ ძალა წაერთვა და გონება დაკარგა, მკვდარი ეგონათ და დატოვეს ბინა. გარედან ჩაკეტეს და გასაღები გადააგდეს! საბედნიეროდ დედა ცოცხალია! აი ესაა თქვენი ცრუ ჰუმანიზმი და დანაშაულებრივი ამნისტია! ვისაც ხელი გაქთ მოწერილი პარლამენტის უმრავლესობიდან, ყველას კონკრეტული პასუხისმგებლობა გადევთ მხრებზე 1000 ბით დანაშაულისგან დაზარალებულის! ეხლა იძახეთ კიდევ თუთიყუშებივით "9 წელი!!!", - წერს ფეისბუქში დავით საყვარელიძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ