ჩხუბი პარლამენტში: ცაგარეიშვილმა ბობოხიძეს სხდომაზე ბოთლი ესროლა

ჩხუბი პარლამენტში: ცაგარეიშვილმა ბობოხიძეს სხდომაზე ბოთლი ესროლა

გიორგი ცაგარეიშვილმა აკაკი ბობოხიძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბოთლი ესროლა. დაპირისპირება საარჩევნო კოდექსის განხილვის დროს მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ გია ცაგარეიშვილმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა აკაკი ბობოხივის რეპლიკა- მან ცაგარეიშვილს ცუგა უწოდა, რასაც ცაგარეიშვილის მიერ აკაკი ბობოხიძის მისამართით "ბორჯომის" ბოთლის სროლა მოჰყვა. ბობოხიძეს ბოთლი არ მოხვედრია.

გიორგი ცაგარეიშვილი კი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა