"სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე" - გიორგი აბაშიძის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

"სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე" - გიორგი აბაშიძის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

გიორგი აბაშიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დატოვა. მან პირველი კომენტარი "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად, მეგობრების თხოვნით მიიღო.

"მეგობრებმა ჩამომაკითხეს და მთხოვეს, ჩამოვსულიყავი საქართველოში და გადაწყვეტილებაც სპონტანურად მივიღე", - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, მან საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას არ ფლობს.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ასლან აბაშიძეს, გიორგი აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და "ეს მას უნდა ჰკითხოთ".

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების მიზეზი არ უკავშირდება მის მოსალოდნელ პოლიტიკურ აქტივობას. "ამ ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი მოსკოვსა და ვენაში, ამჟამად მაქვს სამშენებლო ბიზნესი ორივე ქალაქში. ძალიან მიხარია, რომ სახლში დავბრუნდი, მით უმეტეს თბილისში აფხაზეთთან ომიანობის შემდეგ არ ვყოფილვარ - იმ პერიოდში სასწავლებლად ვიყავი წასული და ამის გამო. განსაკუთრებით მენატრება ბათუმი და აუცილებლად ჩავალ", - განაცხადა გიორგი აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის, რამდენ ხანს დარჩება საქართველოში.

რაც შეეხება აეროპორტში შეყოვნებას, როგორც მან განაცხადა, ეს უკავშირდებოდა რუსულ პასპორტს და იმას, რომ ქართული პასპორტი ჩაბარებული არ ჰქონდა, თუმცა, აბაშიძის თქმით, აღნიშნული პრობლემა მალევა აღმოიფხვრა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა