გიორგი მარგველაშვილი - უკრაინაში შექმნილი კრიზისი გვაიძულებს, უფრო ფხიზლად ვიყოთ

გიორგი მარგველაშვილი - უკრაინაში შექმნილი კრიზისი გვაიძულებს, უფრო ფხიზლად ვიყოთ

საერთაშორისო თანამეგობრობის მარცხმა – დაესაჯა რუსეთი საქართველოში 2008 წლის შემოჭრისთვის, მოსკოვს აფიქრებინა, რომ ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა AFP-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომლის ავტორიც ირაკლი მეტრეველია.

"ის ფაქტი, რომ 2008 წელს საქართველოში გამოყენებული რუსეთის სცენარი – როცა რუსეთმა სამხედრო ძალით მიიტაცა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიები, ახლა, 2014 წელს კიდევ ერთხელ გამოიყენება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, ამტკიცებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი პარტნიორები წინ ვერ აღვუდექით რუსეთს. დღეს მწუხარებით უნდა განვაცხადოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ჩვენ ვერ შევძელით გამოგვეყენებინა ეს ექვსი წელი, რათა გვეიძულებინა რუსეთი გაეაზრებინა, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც გიორგი მარგველაშვილმა AFP-სთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მიერ ყირიმის მცხოვრებთათვის პასპორტების დარიგება, იმ ტაქტიკის ექოა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოიყენა.

"უკრაინაში შექმნილი კრიზისი გვაიძულებს, უფრო ფხიზლად ვიყოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა AFP-სთან ინტერვიუს დროს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა