ზურაბ ადეიშვილი: "გადავწყვიტე, "ნაცმოძრაობის" დასაფინანსებლად "თბილისის განვითარების ფონდის" ფული გამომეყენებინა"

ზურაბ ადეიშვილი: "გადავწყვიტე, "ნაცმოძრაობის" დასაფინანსებლად "თბილისის განვითარების ფონდის" ფული გამომეყენებინა"

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ზურაბ ადეიშვილმა იმ დანაშაულის თავის თავზე აღება გადაწყვიტა, რომელსაც სამართალდამცველები გიგი უგულავას ედავებიან. უგულავას ადვოკატმა ზურაბ ადეიშვილს ბუდაპეშტში ჩააკითხა და გამოკითხვის ოქმი შეადგინა. ოქმი უნგრეთიდან თბილისში უკვე ჩამოიტანეს და სასამართლოში წარადგინეს. ჯერ არ გადაწყვეტილა, მიეცემა თუ არა ამ ოქმს მტკიცებულების სტატუსი. თუ მოსამართლემ დოკუმენტი და დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხა მტკიცებულებად დაუშვა, ზურაბ ადეიშვილი სასამართლოში დაიკითხება, ისე, რომ მას საქართველოში ჩამოსვლაც არ მოუწევს. კერძოდ, ადეიშვილი შესაძლოა სკაიპის ან სხვა ელექტრონული საშუალებით დაკითხონ.

მანამდე კი გთავაზობთ ჩვენს მიერ მოპოვებულ გამოკითხვის ოქმს, რომელიც უნგრეთში ადვოკატმა გიზო უგლავამ შეადგინა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ხელმოწერით სასამართლოში წარადგინა.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდებოდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის აქტუალობა. დაფინანსების საკითხზე ზრუნვა დავიწყე 2011 წლის მეორე ნახევრიდან. რამდენადაც, თბილისი წარმოადგენდა საარჩევნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონს, თბილისის პარტიული ორგანიზაციის დაფინანსება მიმაჩნდა პირველ რიგში ამოცანად. გადავწყვიტე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის უბნის უფროსებისთვის და კოორდინატორების დაფინანსებისთვის გამოყენებული ყოფილიყო "თბილისის განვითარების ფონდის" სახსრები. 2011 წლის შემოდგომაზე, (დიდი დროის გასვლის გამო, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ,) შევხვდი "თბილისის განვითარების ფონდის" თავმჯდომარე გიორგი საბანაძეს, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა