ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი ირაკლი კოდუას ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით

ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი ირაკლი კოდუას ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა. როგორც უწყებაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კოდუასთვის ბრალის წარდგენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე მოხდა.

ამასთან დაკავშირებით Facebook-ზე ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარი გავრცელდა:

"ამ ბოლო დროს, რაც თვალშისაცემი გახდა ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა და იმ ამადამიანების დისკრედიტაცია, რომლებიც ქვეყანას თუ ჭირდებოდა ომში წინა ხაზზე იდგნენ და ასევე ქვეყანას რომ ჭირდებოდა ქვეყნის შიგნით კრიმინალებს ებრძოდნენ ( რის გამოც ამ ადამიანებისგან შავი პიარით მითებს ქმნიდნენ) ხშირად მიფიქრია არა ჩემს მეუღლეზე, არამედ გენერალ კოდუაზე რატომ არავის არ ახსენდებოდა ის:) ვფიქრობდი ან იმ ღირებულებების ტიპად არ თვლიდნენ ან "არ უფასებდნენ" არც ომის წინა ხაზზე დგომას, არ კრიმინალთან ბძოლას:) დღეს როდესაც გავიგე რომ თითქმის ორი წლიანი წვალების შემდეგ ( საგამოძიებო სამსახურების) ერეკლე კოდუას, გენერალს, 7 წელი სოდის უფროსს და ამ სამსახურის შემქმნელს საქმე აღუძრეს რაღაც გაურკვეველ ავტომანქანებზე დავმშვიდდი:) მივხვდი რომ კრიმინალსაც ებრძოდა, ომშიც წინა ხაზზე იყო და ღირებულებებშიც იმ მხარეს დგას, სადაც უნდა იდგეს!:).

P.s. ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა რომ კომენტარებს ამ თემაზე გააკეთებს ერეკლე კოდუას ადვოკატი:) ბუნებრივია გენერალს დამცველი

უკვე ყავს:)", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ: ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა