"ბიძინას კრიტიკა ჩემთვის მტკივნეულია" - პრეზიდენტი მარგველაშვილი ივანიშვილის საჯარო კრიტიკაზე

"ბიძინას კრიტიკა ჩემთვის მტკივნეულია" - პრეზიდენტი მარგველაშვილი ივანიშვილის საჯარო კრიტიკაზე

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მისთვის ივანიშვილის კრიტიკა მტკივნეულია.

"ბიძინას კომენტარები, მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ვაფასებ მას, მაღალი შეფასება მაქვს, მისი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ეს დამოკიდებულება, ის, რომ ხდება ჩემი კრიტიკა, ჩემთვის მაინდამაინც სასიამოვნო არ არის. ამასთან ერთად, ბიძინამ ისაუბრა, რომ იყო გარკვული თემები, რომელზე ჩვენ ბოლომდე ვერ შევთანხდით. იყო ინტენსიური მსჯელობები, თუმცა, ის, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანს არ ვაპირებ ერთი მიზეზით -ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთიერთობები ჩემი მედიის მეშვეობით ბიძინასთან. რა თქმა უნდა, ჩემთვის მტკივნეულია, მნიშვნელოვანია მისი შეფასებები და შენიშვნა", -განაცხადა მარგველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. ივანიშვილი ამბობს, რომ მას მარგველაშვილთან ურთიერთობა არ აქვს.

"არ დავმალავ - ველოდი უკეთესს. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან. მრავლად იყო გაუგებრობა ჩვენს შორის. ორი თვის განმავლობაში გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული პოლემიკა. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა... ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს. დღეს ჩვენ აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუკი მის ირგვლივ რაიმე ხდება", – განაცხადა ივანიშვილმა "ტელეიმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" .

ასევე დაგაინტერესებთ:

ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილთან დაპირისპირებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა