სააკაშვილის ავარია ჟვანიას გარდაცვალების ღამეს: "ბარამიძე მკვდარი მეგობრის სანახავად მიდიოდა, როდესაც მიშამ ის გზიდან მოხსნა"

სააკაშვილის ავარია ჟვანიას გარდაცვალების ღამეს: "ბარამიძე მკვდარი მეგობრის სანახავად მიდიოდა, როდესაც მიშამ ის გზიდან მოხსნა"

გადაცემა "რეაქციაში" პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარმა, ხათუნა ხოფერიამ 9 წლის წინ მომხდარს მკვლელობა უწოდა და ერთ საეჭვო გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

"თავად გია ბარამიძეს აქვს ჩემთვის ნათქვამი, როდესაც მას შეატყობინეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ, და მე ვიცი, გია როგორი შოკირებული იქნებოდა, გზაში რომ მოდიოდა მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მას შეემთხვა რაღაც ავარია, თუ რაღაც, და გია უნდა მისულიყო პირველ რიგში მასთან.  ეს ხდება 3 თებერვალს, გამთენიისას. ამ დროს ზურა არის გარდაცვლილი, და გია ბარამიძე იყო პირველი, ვისაც შეატობინეს... და როდესაც გია მიდიოდა თავისი მკვდარი მეგობრის სანახავად, მიხეილ სააკაშვილმა ის გზიდან მოხსნა", - ამბობს ხათუნა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ:

"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ" - ხათუნა ხოფერია ზურაბ ჟვანიას ცხედრის ფოტოსთან დაკავშირებით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა