არჩევნების დღე სააკაშვილმა ანაკლიის სანაპიროზე ვარჯიშით დაიწყო

არჩევნების დღე სააკაშვილმა ანაკლიის სანაპიროზე ვარჯიშით დაიწყო

მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს, მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში სასტუმრო "ოქროს საწმისის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვარჯიშობს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.

ანაკლიაში ვარჯიშის შემდეგ პრეზიდენტმა არჩევნებთან დაკავშირებითაც იასუბრა. "არჩევნები ფეხბურთის მატჩს ჰგავს, სადაც ორი გუნდი თამაშობს. ერთი გუნდის წარმომადგენელს არ მოეწონება შედეგები, რაც მიიღო, ამოიღებს პისტოლეტს და კლავს ან იჭერს მეორე გუნდის წარმომადგენელს. სწორედ ასე მიმდინარეობდა ჩვენთან საარჩევნო პროცესი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას დარღვევებზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან დილიდან ანაკლიაში ვარჯიშობს. თუმცა იგი ხმას თბილისში 15:00 საათზე მისცემს.

პრეზიდენტმა ღამე სასტუმრო "ანაკლიაში" გაათია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა