რატომ "შოპინგობდა" სააკაშვილი მილანში - პრესსპიკერის განმარტება

რატომ "შოპინგობდა" სააკაშვილი მილანში - პრესსპიკერის განმარტება

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის მილანური ვოიაჟის შესახებ კომენტარი გააკეთა. გაზეთ "ალიას" დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა მასალა სათაურით "5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა". სტატიას თან ახლავს ფოტოები, რომლებზეც მილანის ქუჩებში საყიდლებზე გასული პრეზიდენტია ასახული.

პრეზიდენტის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის გავლით გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ხვალიდან მისი ვიზიტი იწყება. პრესსპიკერის თქმით, მარშუტი მილანში რამდენიმესაათიან გაჩერებას ითვალისწინებდა.

გაზეთის მონაცემებით, სააკაშვილმა მილანის ცენტრში, მონტე ნეაპოლის მაღაზიებში რამდენიმე შენაძენი გააკეთა. მილანში სააკაშვილი სლოვენიიდან ჩაფრინდა. ის სლოვენიაში კვირას საქართველოს 17 წლამდე ნაკრების საფეხბურთო მატჩს დაესწრო.

იხილეთ ასევე 5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"