მაია ფანჯიკიძე - საქართველო ნატო-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს

მაია ფანჯიკიძე - საქართველო ნატო-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს

საქართველო აპირებს, კიდევ უფრო გააძლიეროს სტრატეგიული თანამშრომლობა ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ფანჯიკიძე ხვალ დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა, ასევე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიასთან დაკავშირებულ შეხვედრაში.

"ვისაუბრებ იმ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს ექნება ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. საგარეო პოლიტიკის ეს პრიორიტეტი არ შეცვლილა და პირიქით, საქართველო აპირებს, კიდევ უფრო გააძლიეროს სტრატეგიული თანამშრომლობა ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან. საუბარი იქნება ჩვენს სამოქმედო გეგმაზე და მის შეფასებაზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში კი საგარეო საქმეთა მინისტრების შეკითხვებს ვუპასუხებ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა